კახა ქემოკლიძე - მოქალაქეებს აღელვებს კონკრეტული პრობლემები, რომლებიც პოლიტიკოსებმა უბრალოდ მიივიწყეს, რადგან ამისთვის არ და ვერ იცლიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
552 15 აპრილი 2021, 20:50

საქართველოს მოქალაქეებს აღელვებს კონკრეტული პრობლემები, რომლებიც პოლიტიკოსებმა უბრალოდ მიივიწყეს, რადგან ამისთვის არ და ვერ იცლიან. რატომ?! იმიტომ, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად დამკვიდრებულმა და პოლიტიკოსების მიერ წახალისებულმა ზიზღმა, მიზანმიმართულმა აგრესიამ, ერთმანეთის დაუღალავმა ლანძღვამ, ზეპარტიულ, ეროვნულ საკითხებზე ვერ და არ შეთანხმებამ გაზარდა რადიკალიზმი და მოახდინა საზოგადოების იდეოლოგიური დაყოფა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ გახარიას გუნდის (ჩვენი) წევრების მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგებიდან გამოსვლის ფაქტს.

1. ვინ არიან ეს ხალხი? ისინი არიან ძალიან სუფთა წარსულის, ინდივიდუალურ მიმართულებებზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდები, თვით შემდგარი (selfmade) ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეს მომავალში აუცილებლად გააჯანსაღებენ;

2. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც აერთიანებთ არა ვინმეს ზიზღი, ბოღმა, “კერპთაყვანისმცემლური”, ვიწრო „დედაპარტიული“ აზროვნება, ან გამდიდრების ჟინი, არამედ ის ღირებულებები და რაც მთავარია ვალდებულებები, რომელიც, მათ, როგორც პარლამენტის წევრებმა უბრალო ადამიანების წინაშე აიღეს. მათ შორის იმ ხალხის წინაშე, რომლებმაც მათ ხმა არ მისცა;

3. ის მიზეზები, რომელიც ხსენებულმა ექვსეულმა გუშინ გააჟღერა და სხვადასხვა ეთერში ისაუბრა, ასევე მკაფიოდ დაინახა სახელმწიფო დეპარტამენტმა – „იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არც ერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“ (წყარო: https://www.amerikiskhma.com/…/state…/5852911.html)

4. მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებს აღელვებს კონკრეტული პრობლემები (გაღარიბება, სამსახურის დაკარგვა, ხელფასის შემცირება, ლარის კურსი, კრედიტის არსებობა, მისი გადახდის უუნარობა, რეგიონებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის არ არსებობა/გაუმართაობა), რომლებიც პოლიტიკოსებმა უბრალოდ მიივიწყეს, რადგან ამისთვის არ და ვერ იცლიან. რატომ?! იმიტომ, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად დამკვიდრებულმა და პოლიტიკოსების მიერ წახალისებულმა ზიზღმა, მიზანმიმართულმა აგრესიამ, ერთმანეთის დაუღალავმა ლანძღვამ, ზე-პარტიულ, ეროვნულ საკითხებზე ვერ და არ შეთანხმებამ გაზარდა რადიკალიზმი („ქუჩის პოლიტიკა“) და მოახდინა საზოგადოების იდეოლოგიური დაყოფა (პოლარიზაცია). ამ ყველაფერს აქვს ზღვარი და სწორედაც ეს უკანასკნელი გახდა იმის მიზეზი, რომ გახარიას გუნდის ექვსეული გამოეყო „ქართულ ოცნებას“;

5. რაც შეეხება საკითხს თუ ვინ მეტი, ან ნაკლები ხმა აიღო 31 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩემი მოკრძალებული აზრით აქ მარტივი ანალიზია – არ დაგვავიწყდეს ვის მისცა ხმა იმ ხალხის ალბათ 80/90%-მა ვინც “41” ნომერი შემოხაზა?! ობიექტური პასუხი კიდევ უფრო მარტივია: გახარიას, კალაძეს და ივანიშვილს! ამ მარტივ ჭეშმარიტებაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ან თავს იტყუებს (ალბათ შეგნებულად) ან წარმოდგენა არ აქვს ელემენტარულ სოციოლოგიურ და ველზე ჩატარებულ „განწყობების ანალიზზე“ (Sentiment Analyses)," - წერს კახა ქემოკლიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
გია აბაშიძე: ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და სხვა ქვეყნები - ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ იდეოლოგიას, წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებს
არქივი