"ამდენი წელია გულის ხეთქვით შევყურებთ ამ მარაზმატიკულ ორგიას, ამორალურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის და ეს საწყალი, ეს ლამაზი, ეს ბედნიერი ერის ქვეყანა ხელში გვაკვდება არჩევნებიდან არჩევნებამდე!.." - ნინო სადღობელაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
623 08 ნოემბერი 2020, 12:47
ამდენი წელია გულის ხეთქვით შევყურებთ ამ მარაზმატიკულ ორგიას, ამ ამორალურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის და ეს საწყალი, ეს ლამაზი, ეს ბედნიერი ერის ქვეყანა ხელში გვაკვდება არჩევნებიდან არჩევნებამდე!.. - წერს ფეისბუქ მომხმარებელი ნინო სადღობელაშვილი. 


"ნებისმიერი ძალა თუ პარტია თუ მოძრაობა, რაც ამ ქვეყანაში გაჭაჭანებულა, წესით მთავარ ორიენტირად ადამიანს ასახელებს ხოლმე და მასზე ზრუნვის ალიბით ითხოვს ჩვენს ხმას, ენერგიას, ნერვებს, ჰოდა რა გგონიათ ნეტა ეს ადამიანი? და რა არის ის, რაც ამ ადამიანში უნდა დაიცვათ და შეინახოთ? რა უნდა დაუფასოთ ან წაართვათ - სიცოცხლეზე მეტი??
ამ გაგანია პანდემიაში, ასეთ გართულებულ ვითარებაში მიტინგების მართვა და ხალხის აქციებზე გარეკვა (გვჯეროდეს მაინც, რომ ეს სამართლიანობის აღდგენისთვის ხდება და არა ამ მუდმივად უპასუხისმგებლო, საკუთარ ტყავს/ფულს დახარბებული "პოლიტიკოსების" პოლიტ.ვნებების განსაცხრომად!) მინიმუმ სიბეცე და მაქსიმუმ დანაშაულია, რადგან კაცმა არ იცის რამდენ ადამიანს შეიწირავს ეს გაუთავებელი ზელვა "ჯოს ჯოს"-ის ფონზე და რა სახიფათოა ეს არამარტო ეგზალტირებული მომიტინგეებისთვის, არამედ იქ მყოფი ჟურნალისტებისთვის, პოლიციელებისთვის და საერთოდაც, ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინც ამდენი წელია გულისხეთქვით შევყურებთ ამ მარაზმატიკულ ორგიას, ამ ამორალურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის და ეს საწყალი, ეს ლამაზი, ეს ბედნიერი ერის ქვეყანა ხელში გვაკვდება არჩევნებიდან არჩევნებამდე!..

გამძლეობა საქართველოს და ჯანმრთელობა თითოეულ ადამიანს,
ა დ ა მ ი ა ნ ს - თუღა გვახსოვს საერთოდ, ეს სიტყვა რასაც ნიშნავს..." - წერს ნინო სადღობელაშვილი. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი