“ნასვამმა ბესელიამ ამოიღო იარაღი და მესროლა” – დაჭრილი მორაგბე განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
623 18 სექტემბერი 2020, 10:15

რაგბის კავშირში დაჭრილი მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც გუშინდელი ინციდენტის დეტალებზე წერს.

 

“გამარჯობა , ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ყურადღებისთვის . ამჟამად კარგად ვარ , სახლში ვიმყოფები და მაქვს წოლითი რეჟიმი. საბედნიეროდ ძვალი არ არის დაზიანებული და ოპერაციამაც მარტივად ჩაიარა. ყველამ ვინც მომიკითხა და ყურადღება გამოიჩინა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.

 

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას ამის გამოს. მიუხედავად იმისა რომ მე პირადად არანაირი ბრალი არ მიმიძღვის გუშინდელ შემთხვევაზე გარედან მაინც ძალიან არასასიამოვნო შესახედია ეს ფაქტი ხალხისთვის, რაც თავისმხრივ აზიანებს აქამდე სიმწრით და წვალებით მოტანილ სარაგბო რეპუტაციას.

რაგბი ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სპორტი ეკუთვნის საზოგადოებას და სპორტსმენისთვის ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ღირსეულად წარმოადგენდეს ამა თუ იმ სახეობას.

რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას;

მოგეხსენებათ, ვარ კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრი და კავშირის საკონსულტაციო საბჭოს წევრი რომელიც სახლემწიფო მხარდაჭერით შეიქმნა( ბოლო დროს ძალიან ბევრი კარგი საქმე უკავშრდება ამ ჯგუფს და საბჭოს) . გუშინ მივდიოდი რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე, სადაც უნდა მომხდარიყო განხილვა კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით და კლუბები უნდა გაცნობოდნენ პროტოკოლებს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით. 

რა დროსაც კარებთან დამხვდა ნასვამი მერაბ ბესელია (რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი)რომელიც ბოლო დროს საერთოდ ჩამოშორებულია საქმიანობას და არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარებით. მას და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა, იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და მესროლა 2 ჯერ. ამ დროს ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით.

ამით იმის თქმა მინდა რომ არანაირი დაპირისპირება და შეხლა შემოხლა ჩვენ შორის არ ყოფილა სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და კავშირის არცერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ.!!! ერთადერთი რასაც ვაკეთებდი ბოლო თვეების განმავლობაში იყო ის რომ ვსაუბრობდი ფაქტებით და ვსაუბრობდი სიმართლეს!

რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა, მე და იმ ბიჭებს (საინიციატივო ჯგუფი და თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელი) ვინც სიმართლეს ვლაპარაკობთ ვერც იარაღით შეგვაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით , მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გვეცლება და ჩვენი ყველაზე დიდი გულის წუხილი ამას შეეხება. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალი თაობის რაგბით დაინტერესებაზე და აუცილებლად , სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი!!!

ყველასთვის ცნობილი და მარტივად გასაგები რომ გახდეს, რაგბის სამყარო ისევ ისეთია როგორიც იყო და რითიც აქამდე ასე ვამაყობდით , უბრალოდ აქ არის ერთ მხარეს პატიოსანი და მშრომელი, მოთამაშეები,მწვთნელები და ის ხალხი ვის მხრებზეც ყველაფერი გადადის ხოლო მეორე მხარეს ჩინოვნიკების ჯგუფი , ადამიანები რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს, რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს . ესეც არ აკმარეს და ეხლა ჩირქს ცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას.

საბოლოოდ, არ მინდა რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება , რადგან ჩემი ადგილი არის მოედანზე, მე ვარ მოქმედი მორაგბე და რომ არა ეს გაუსაძლისი პრობლემები საერთოდ არ ჩავერთვებოდი ამ პროცესებში. ამიტომ ჩემი პირველი ამოცანა დღეს მოედანზე დაბრუნებაა და ამას ძალიან მალე მოვახერხებ.

ასევე მინდა აღვნიშო რომ ჩვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს 8 ერის ტურნირისკენ სადაც საქართველოს ნაკრები და მსოფლიოს უძლიერესი 7 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას,რაც ერთერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქართული რაგბის ისტორიაში.

სამწუხაროდ შიდა წინააღმდეგობების გამო ჩვენს მთავარ ამოცანას და მიზანს მოწყვეტილები ვართ და გვიწევს იმ კლანისგან შიშველი ხელებით თავის დაცვა რომელიც წესით რაგბის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა თავიანთ კეთილდღეობაზე !!!”- ნათქვამია განცხადებაში. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი