დავით მათიკაშვილი: დამნაშავე სააკაშვილს აღარასდროს მიეცემა საშუალება, წაახალისოს ვენახის გაჩეხვა საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
589 16 სექტემბერი 2020, 12:34
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ცინიზმიც რომ შეიძლება იყოს აღვირახსნილი, დაამტკიცა სააკაშვილმა გუშინ. მან კიდევ ერთხელ გადმოყარა ნიანგის ყალბი ცრემლები, ვაზთან და ვენახთან მიმართებაში კიდევ ერთხელ იცრუა და თან ყველა კანონი დაარღვია, რაც საარჩევნო გარემოს იცავს კორუფციული ჩარევისაგან. სააკაშვილს არ მოწონებია, თურმე, ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებაზე დადგენილი ფასი და პრემიერ-მინისტრობანას თამაშში გართული, ხალხს ფასის დამატებასაც დაჰპირდა. ეს იმ ხალხს, რომელსაც, დაახლოებით, ათი წლის წინ სააკაშვილის გაგზავნილი ემისრები ვენახის გაჩეხვაში ფულის გადახდას სთავაზობდნენ. აი, აქ არის სწორედ სააკაშვილის ცინიზმის აღვირახსნილობა! ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე რამდენჯერმე სცადს საქართველოს და ქართული ვაზის მტრებმა გაენადგურებინათ ქართული ვენახი და ამით დაესახიჩრებინათ ქართველი კაცის სული და მსოფმხედველობა: ვერც შაჰ-აბასმ მე-17 საუკუნეში, ვერც ნიკიტა ხრუშჩოვმა მე-20 საუკუნეში და ვერ სააკაშვილმა 21-ე საუკუნეში ეს ვერ შეძლეს. ქართული ვაზი და ქართველი მევენახის შეუპოვრობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სამივე მომხდური ერთად აღებული. დროულად მოუსწრო ქართულ ვაზს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და პირდაპირი დაფინანსების არაერთი პროგრამის მეშვეობით, "ქართული ოცნების" სახელისუფლებო გუნდმა უზრუნველყო ათასობით ჰექტარი ვენახის გაშენება მთელი საქართველოს მაშტაბით, აშენდა და გადაიარაღდა ასობით ღვინის ქარხანა, დაფასდა მევენახის შრომა, ფასი დაედო ქართულ ღვინოს, რომლის რეალიზაციამ და ექსპორტმა სულ ცოტახნის წინ ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ეს ყველაფერი კარგად იცის ქართველმა ხალხმა და ჩვენმა საზოგადოებამ, ახსოვს ყველა დეტალი მოძალადე რეჟიმის სიძულვილით სავსე პოლიტიკისა. სწორედ ამიტომ დამნაშავე სააკაშვილის მორიგი ტყუილი და ფარსი ილუზიებში მყოფი პოლიტიკანის ფანტაზიებში დარჩება მხოლოდ, მას აღარასდროს მიეცემა იმის საშუალება, რომ წაახალისოს ვენახის გაჩეხვა საქართველოში!"
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პროგრამა მაქსიმუმი იყო მთელი ჩვენი მოსახლეობა ზომბირებულ ბიომასად გადაექციათ, რათა მხოლოდ სარწმუნოება კი არა, მამულიც და ენაც ამოეშალათ
ზაალ ანჯაფარიძე: საკმარისი იყო ხელისუფლების და მისი მხარდამჭერთა აქცია გამოცხადებულიყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით - სწორედ ეს ართმევს შანსს რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ
ზურაბ ქადაგიძე: „მამული, ენა და სარწმუნოება“ - ტრიადას, რომელიც ქართული იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით
დიმიტრი ხუნდაძე 29 აპრილის აქციაზე: განა წაუკითხაობა უხდება ახალგაზრდობას და ქვეყანას მორჩილება? აი რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი, ამას 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თავად იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს
დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: აბა მიდით, დღეს, თანამედროვე იუდებს ჯიბიდან ამოაღებინეთ ღალატით ნაშოვნი, სამშობლოს გასაყიდად ჩარიცხული იმ 30 ვერცხლის ეკვივალენტი ლარებში, რუბლებში, ევროსა თუ დოლარებში
არქივი