სტატიები
ანზორ ბიწაძე: სავალუტო ფონდში გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა მოქალაქეებს ეუბნება, რომ დღეში დოლარნახევარი იმყოფინონ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1606 14 აპრილი 2020, 12:47


სამწუხაროა, რომ საქართველოში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ბედის შესახებ, პირველად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდიდან შევიტყვეთ ინგლისურ ენაზე და ისიც გაკვრით. 

ამ დოკუმენტის მიხედვით, ის მოქალაქეები, ვინც COVID-19-ისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად სამუშაო დაკარგეს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 150 ლარიან დახმარებას. ეს  ნიშნავს იმას, რომ, ერთი მოქალაქის უმუშევრობის კომპენსაციაზე საქართველოს მთავრობა თვეში 150 ლარის გამოყოფას აპირებს. მეგობრებო, ეს არის დღეში დოლარნახევარი !!!!სამწუხაროა, მაგრამ აფრიკის ღარიბი ქვეყნის მაჩვენებელია.

სტატისტიკურ მონაცემებს თუ ვენდობით, საქართველოში საარსებო მინიმუმი შეადგენს 199 ლარს. მოგეხსენებათ, საარსებო მინიმუმი არის ის ზღვარი, რომლის ქვემოთაც ადამიანი ვეღარ ახერხებს სიცოცხლისათვის აუცილებელი საკვების მიღებას. ბიუჯეტის ეფექტური და სამართლიანი გადანაწილების შემთვევაში, მეტის საშუალება რომ არ იყოს - ესეც კი სასიხარულო იქნებოდა,მაგრამ ეს თანხა ჩვენზე გაცილებით ღარიბი ქვეყნებისთვისაც არაადექვატურია. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების ყოველ 30 დღის მანძილზე, საქართველო კარგავს ეკონომიკის 3.97%, რაც 1.9 მილიარდ ლარზე მეტია!

ერთი მაგალითიც კი თვალნათელს ხდის, ჩვენი ბიუჯეტის უსამართლო და არაეფექტურ გადანაწილებას - ქვეყანას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვა, რომელსაც სახელმწიფოსთვის ზარალის მეტი ჯერ არაფერი მოუტანია, 2020 წელს 7 მილიონი ლარი დაუჯდება. მარტივი არითმეტიკა გვიჩვენებს,რომ იგივე რაოდენობის თანხა - 7 მილიონი ლარი, 46 ათასმა ადამიანმა უნდა იკმაროს ერთი თვის მანძილზე!!! ეს სამარცხვინოა!

ამასთან, სავალუტო ფონდის დოკუმენტიდან ვხედავთ , რომ ეს მწირი სუბსიდიაც კი, ვრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც დღემდე საშემოსავლო გადასახადის იხდიდა. რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს ვინც აქამდეც უმუშევარი იყო? ამაზე, როგორც ჩანს, ჩვენ ხელისუფლებას ჯერ არ უფიქრია.

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯოზეფ სტიგლიცმა გუშინ განაცხადა, რომ გარდაუვალია მთავრობების როლის ზრდა მათი სახელმწიფოების ეკონომიკებში. დღეს, ჩვენ მთავრობაზე არის დამოკიდებული გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მთავრობაზე უკანასკნელი წლების მანძილზე. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკა შედის რეცესიაში. საქართველო კი გამონაკლისი ვერ იქნება. ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკვე დაიწყეს საქართველოს რეიტინგის დაქვეითება. მაგალითად, „Standard and Poor“ -მა ჩვენი ეკონომიკური პროგნოზი გააუარესა და ასევე არასკმარისად შეაფასა ჩვენი მთავრობის მიერ წარდგენილი 2 მილიარდ ლარიანი ეკონომიკური პაკეტი. საგანგაშოა რომ დოკუმენტურად წარმოდგენილი,არც ეს ორი მილიარდი გვინახავს - არ ვიცით რის ხარჯზე მოხდება ამ ორი მილიარდის მობილიზება და როგორ იქნება მიმართული ეკონომიკაში.

ფინანსთა სამინისტრომ და პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ბიუჯეტის კორექტირება - უნდა მოხდეს პრიორიტეტების ძირეულად გადახედვა

პანდემიის გასვლის შემდეგ, დადგება მძიმე ეკონომიკური კრიზისი რომლის რეზონანსული შედეგების შემსწრე, საუკეთესო შემთხვევაში 2021 წლის ბოლომდე ვიქნებით. უდაოა ფაქტი, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოები მინიმუმ ერთი წლის მანძილზე რეცესიაში იქნებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურიზმის, ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების და პირდაპირი ინვესტიციების კრიზისამდელ  ნიშნულს, სავარაუდოდ 2 წლის მანძილზე ვეღარ დავუბრუნდებით. ყველამ კარგათ იცის, ეს სამი მაჩვენებელი წარმოადგენს დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტს. 
ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა, ზარალის სწორი პროგნოზირებით და დათვლით იწყება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. წარმოუდგენელია ქვეყანაში მოქმედებდეს საგანგებო მდგომარეობა და მთავრობას არ ჰქონდეს წარმოდგენილი მოკლე, საშუალო და შემდგომ უკვე გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმა. ეს იგივეა, რომ აწარმოო საომარი მოქმედებები რუქის გარეშე. 

ოპტიმისტური გათვლებითაც კი, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების ყოველ 30 დღის მანძილზე, საქართველო კარგავს ეკონომიკის 3.97%, რაც 1.9 მილიარდ ლარზე მეტია! ამ მაჩვენებელს,ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ეკონომიკური მრჩევლების გათვლების საფუძველზე. სამწუხაროდ, ხელისუფლებას დღემდე არაფერი უთქვამს პოტენციური დანაკარგის შესახებ მისეულ პროგნოზებზე. ჩვენ, ‘’ერთიანი საქართველო’’  მზად ვართ ამ გათვლების დეტალური ანალიზი წარვუდგინოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ორგანიზაციას და ბუნებრივია ხელისუფლებასაც. საქართველო გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, სადაც კორექტირებული, ანტიკრიზისული ბიუჯეტი ჯერ არ შემუშავებულა. ისმის კითხვა, რას აკეთებს პარლამენტი, რომლის შენახვაც ყოველწლიურად 64.7 ლარი უჯდებათ ჩვენ მოქალაქეებს. ფინანსთა სამინისტრომ და პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ბიუჯეტის კორექტირება - უნდა მოხდეს პრიორიტეტების ძირეულად გადახედვა. ეს არავის ახირება არ არის, უბრალოდ,  ჩვენი ეკონომიკის ძირეული სტრუქტურული ცვლილება ის უდიდესი გამოწვევაა,  რომელსაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში უნდა გავუმკლავდეთ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი გაცილებით უფრო ხანგრძლივი იქნება ვიდრე ეს დღეს წარმოგვიდგენია. 

‘’ერთიანმა საქართველომ’’ უკვე წარმოადგინა მოკლევადიანი ანტიკრიზისული გეგმა. ბუნებრივია ეს გეგმა საჯაროა განხილვისთვის. განსახილველია და სასწრაფოდ შესამუშავებელია ზომები, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნება ორიენტირებულ .(მაგალითად, საშუალო ვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფომ უნდა გამოსცეს მიზნობრივი ბონდები და შექმნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო კაპიტალი, შემდეგ კი მოხდეს ამ კაპიტალის მიზნობრივი და ეფექტური გადანაწილება ჩვენს ეკონომიკაში). რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ამაზე ჩვენი მოსაზრება საზოგადოებას უკვე გავაცანით ისევე, როგორც ბევრმა სხვა ორგანიზაციამ, თუმცა არც ამ მიმართულებით ვიცით ჯერ რა გეგმა აქვს მთავრობას. 

მკაფიო და ნათელი გეგმის დროულად წარმოდგენის შემთხვევაში, ხელისუფლებას გაცილებით გაუადვილდება საერთაშორისო კრედიტორებისგან თანხის მოზიდვა. ასეთი გეგმის შემუშავებაში კი, მათ ჩვენი ქვეყნის ყველა პასუხისმგებლიანი პარტია და ორგანიზაცია დაეხმარება. ისედაც მძიმე ვითარებას, კიდევ უფრო ამძაფრებს გაურკვევლობა, რაც ეკონომიკური განვითარების უპირველესი მტერია. სწორედ ამიტომ, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, „ერთანი საქართველო“ კიდევ ერთელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, წარმოადგინოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. 
ეს ნამდვილად ძალიან სასწრაფოა!

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი