სტატიები
რადიკალიზმი ოპოზიციის ხაფანგი და წარუმატებლობის მთავარი პირობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1038 10 თებერვალი 2020, 14:32

პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ღირებულებებს შორის მთავარი განსხვავება მიდგომებშია. მოსკოვი ყოველთვის კონფრონტაციულია, ვაშინგტონი და ბრიუსელი კი ყოველთვის კომპრომისული. გაკვეთილები საკუთარ ისტორიაზე ვიწვნიეთ. სანამ თბილისზე კრემლს უფრო მეტი გავლენა ჰქონდა, ის როგორც შევარდნაძის, ისე გამსახურდიას მომხრეებსაც იარაღით ეხმარებოდა, ომს კი შანტაჟისთვის იყენებდა, ასე აღმოვჩნდით, მაგალითად, სამოქალაქო ომიდან დსთ-ში. 

სამოქალაქო დაპირისპირების რისკები ყოველთვის იყო და ახლაც არის, მაგრამ ახლა მხარეებს ომში გადაშვების საშუალებას დასავლეთი არ აძლევს. შევარდნაძეც აიძულეს, თავის დროზე, სახლში წასულიყო, სააკაშვილიც აიძულეს, მოგვიანებით, კოჰაბიტაციაში შესულიყო და პოლიტიკოსებსაც აიძულებენ ახლა პრობლემა კომპრომისით გადაწყვიტოს. 

მთელი ინტრიგა ის არის ვიმარჩიელოთ, რატომ არის პრორუსულად მონათლული ნინო ბურჯანაძის განწყობები კომპრომისული და პროდასავლურად აღიარებული მიხეილ სააკაშვილის ინტერესები კონფრონტაციული. თუმცა, ეს სხვა ისტორიაა და ამჯერად არ შევეხებით. 

ის, რომ საარჩევნო სისტემა 2016 წელს არ შეიცვალა და პროპორციული არჩევნების თარიღად კონსტიტუციაში 2020 წელი არ ჩაიწერა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის დამსახურებაა. დღეს ისინი ამ შეცდომის ფასს იხდიან. მაშინ ბოკერიას „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შანტაჟს ვერ გაუძლო და კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა. სააკაშვილის პარტიას  ერთადერთი მიზანი ჰქონდა - დაეფიქსირებინა, რომ კონსტიტუცია არალეგიტიმურია რაკიღა ის მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნების“, მიერ არის მიღებული. 

ასეთ უაზრო, უტოპიურ და უგუნურ პოლიტიკურ თამაშს შესწირა მაშინ ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილება. ევროპულ საქართველომ მაშინ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და ნაციონალების შანტაჟს მხარი აუბა. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა გარიგებაზე მაჟორიტარებთან წასულიყო, მათ კი შერეული სისტემის დაშვება კიდევ ერთი ვადით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - მოითხოვეს. კომპრომისიც მათთან გაფორმდა და არა პოლიტიკურ პარტიებთან.   

დასავლეთი, როგორც ჩანს, ახლა ცდილობს ქართველ პოლიტიკოსებს კომპრომისების ხელოვნება ასწავლოს. რაც საერთოდ არ ესმოდა გამსახურდიას, ესმოდა, მაგრამ ვერ გამოიყენა შევარდნაძემ, გამოიყენა მაგრამ არ ესმის სააკაშვილს. ვნახოთ როგორი რეაქცია ექნება ივანიშვილს

სააკაშვილის პოლიტიკურმა ხაზმა - რადიკალიზმმა - რომ არ გაამართლა, ეს იგივე 2016 წელსაც გამოჩნდა, როცა კონსტიტუციის ცვლილებაში ოპოზიცია ისეთივე მონდომებით არ ჩართული, როგორც მოგვიანებით იგივე დაბოქლომების, ასევე სრულიად უაზრო, პროექტში.  

არც ქუჩაში აგორდა პროტესტი და არც კონგრესი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გარანტორი. დასავლეთი, როგორც ჩანს, ახლა ცდილობს ქართველ პოლიტიკოსებს კომპრომისების ხელოვნება ასწავლოს. რაც საერთოდ არ ესმოდა გამსახურდიას, ესმოდა, მაგრამ ვერ გამოიყენა შევარდნაძემ, გამოიყენა მაგრამ არ ესმის სააკაშვილს. ვნახოთ როგორი რეაქცია ექნება ივანიშვილს.

ივანიშვილმა პროპორციულზე გადასვლის პირობა დაარღვია, თუმცა, ოპოზიციას კომპრომისული ფორმულა შესთავაზა. მართალია, თავად ოპოზიცია ამ სვლას არასერიოზულად უყურებს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიდის ჭიდაობა იმაზე თუ ვის, რომელ პოლიტიკურ ძალას, მისცემს საარჩევნო სისტემა აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების საშუალებას.  

მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭიროა 76 ხმა. ოპოზიციის გათვლებით, მმართველ ძალას ყველაზე დიდი 30-40 ადამიანის გაყვანა შეუძლია პროპორციული სიით, დანაკლისს კი - რაც 30 ადგილის შემთხვევაში 46 კაცია, ხოლო 40 ადგილის შემთხვევაში 36 - მაჟორიტარებით შეივსებს. და 5-10 კაციანი უპირატესობაც რისკია, დამაჯერებელი გამარჯვებისთვის მათ მინიმუმ 50 ადგილი სჭირდებათ. ამდენად, მარჟის ქვემოთ ჩამოწევის სურვილი არა აქვთ. 

ოპოზიცია პირიქით, დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ადგილი წაართვას მმართველ გუნდს და მთავრობის დაკომპლექტებაში სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას. ამიტომაც, ისინი ბალანსის პროპორციისკენ გადაწევას ცდილობენ. მათი მიზანია რაც შეიძლება დაბლა დაწიონ მაჟორიტარების რიცხვი. 

კომპრომისის სახით ხელისუფლებამ დათმო 23 მაჟორიტარი. რას და რამდენს დათმობს ოპოზიცია? ან წავა ოცნება კიდევ რაიმე სახის დათმობაზე? პარლამენტის თავმჯდომარის ამერიკული ვიზიტების პარალელურად თბილისში ქართული ოცნების ლიდერშიპმა პრინციპული ტონით გაიმეორა, რომ უფრო მეტი კომპრომისი, ვიდრე 100/50, არ იქნება. 

ოპოზიციას ისღა დარჩენია ის მაინც გააკეთოს, რაც მას შეუძლია და ხელისუფლების კეთილ ან ბოროტ ნებაზე დამოკიდებული არ არის. მაგრამ შეუძლია კი? სიტყვიერად ყველა მზად არის მაჟორიტარული არჩევნებში ერთიანი ფრონტით შეუტიოს „ქართული ოცნების“ ფავორიტებს. თუმცა, უკვე გასაგებია, რომ ოპოზიციის ამ ქართულ ოცნებას ასრულება არ უწერია. 

ისე ჩანს, თითქოს სააკაშვილი ერთი ხელით ივანიშვილს ებრძვის, მეორეთი კი ბოკერიას

თუნდაც, წარსული გამოცდილება გავიხსენოთ. ერთხელ, 2018 წლის შუალედურ არჩევნების წინ ასეთ ჭრელ და გაუგებარ პარტიებს შორის კი არ გაფორმებულა შეთანხმება, არამედ, ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის გაფორმდა, გარიგდნენ ისინი ერთმანეთის მიერ წამოყენებულ კანდიდატებს დაუჭერდნენ მხარს. ოღონდ, ბოკერიამ სიტყვა დაიცვა, სააკაშვილმა - არა. ყოფილმა პრეზიდენტმა ჭიათურაში პროდასავლური პარტიის კანდიდატის ნაცვლად მხარი მის მიერვე პრორუსულად მონათლულ კახა კუკავას დაუჭირა. 

სავარაუდოდ, ის ახლაც ყველაფერს გააფუჭებს. მოლაპარაკებათა მაგიდის აყირავებას უკვე შეეცადა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წინააღმდეგობის შტაბად გადაკეთების იდეა გააჟღერა. ისე ჩანს, თითქოს ის ერთი ხელით ივანიშვილს ებრძვის, მეორეთი კი ბოკერიას. გასაკვირი არც არის, მას ჩვევა აქვს გაანადგუროს მისი გუნდიდან წასული ფიგურები. მაგრამ ესეც სხვა ისტორიაა და სხვა დროს იყოს.


ასე რომ, ოპოზიცია ჩიხშია მოქცეული. ქუჩა ვერ ააგორა, დასავლეთიც ვერ მიიმხრო - ისინი კომპრომისს მოითხოვენ. შესაძლოა, ვაშინგტონის პოზიცია უფრო მძაფრი და კრიტიკული ყოფილიყო, მაგრამ კარგად ხედავენ, რომ ოპოზიცია ქუჩის რადიკალიზმში მარტოა და საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვს.  

შესაძლოა, ხელისუფლება კოალიციურ მთავრობაზეც წასულიყო, რომ არა ეს ისევ და ისევ რევოლუციური განწყობები, მოღალატეობისა და აგენტობის იარლიყები, ​გამინუსების მავნე ტრადიცია, რომელიც ამასთანავე, სტერეოტიპს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სირცხვილია - ამკვიდრებს. 

რა თქმა უნდა, ორივე მხრიდან კომპრომისი საარჩევნო პროცესს უფრ საინტერესოს და აზარტულს გახდიდა და მას რადიკალიზმსა და სახიფათო დაპირისპირების ელემენტებისგან დაცლიდა. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიცია რადიკალური თამაშის წესებს ანიჭებს უპირატესობას, ხელისუფლება კი - ძალის დემონსტრირებას.  

ქეთი ხატიაშვილი  

  
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი