სტატიები
პუტინმა მედვედევი „გაუშვა“ თუ მემკვიდრედ დანიშნა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1047 16 იანვარი 2020, 10:00

რუსეთის მთავრობა, დიმიტრი მედვედევის თავმჯდომარეობით, „მოსალოდნელ-მოულოდნელად“ გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა დააანონსა.

ერთი შეხედვით ისე სჩანს, თითქოს პუტინმა მედვედევი (ვინც მის „როლს ასრულებდა“ 2008-2012 წლებში), უბრალოდ მოიშორა, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, საქმე შესაძლოა ბევრად რთულად იყოს, - როგორც ხშირად ხდება ხოლმე პუტინის „სახელისუფლებო თამაშებთან“ დაკავშირებით.

გავითვალისწინოთ, რომ დიმიტრი მედვედევი, გადადგომისთანავე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. არ აგვერიოს „უშიშროების საბჭოს მდივანში“. ამ საბჭოს თავმჯდომარე თვითონ პუტინია! მაშასადამე, მან მედვედევი თავის მოადგილედ დანიშნა. 


არც ის დაგვავიწყდეს, რომ დიმიტრი მედვედევი რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსსიას“ ხელმძღვანელია. ამ პოსტიდან იგი არავის გადაუყენებია, რაც ცოტა არ იყოს უცნაურია, თუ დავიჯერებთ, რომ პრეზიდენტმა ექს-პრემიერი უბრალოდ „გაუშვა“. ხოლო იმის სავარაუდოდ, თუ სინამდვილეში რა აქვს ჩაფიქრებული ვლადიმერ პუტინს, დავაკვირდეთ მის მიერ ინიცირებულ „საკონსტიტუციო რეფორმას“. პრეზიდენტმა რუსეთის პარლამენტს (სახელმწიფო დუმას) შესთავაზა, რომ ამიერიდან თვითონ აირჩიოს პრემიერ-მინისტრი და დააკომპლექტოს მთავრობა.

სინამდვილეში, ამ რეფორმით პუტინი არათუ სუპერსაპრეზიდენტო, არამედ საიმპერატორო სისტემას ქმნის

აქაც დაკვირვებაა საჭირო, რომ არ მოგვეჩვენოს, თითქოს პუტინი „გადემოკრატდა“, ანუ რუსეთი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადაჰყავს. სინამდვილეში, ამ რეფორმით პუტინი არათუ სუპერსაპრეზიდენტო, არამედ საიმპერატორო სისტემას ქმნის, რადგან „დუმა“ კი აირჩევს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პრეზიდენტს ექნება საშუალება, მთავრობას უშუალოდ უხელმძღვანელოს და იგი ნებისმიერ დროს გადააყენოს პარლამენტის თანხმობის გარეშე!
ასეთი უფლებამოსილება ბოლოს იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ჰქონდა. 


თუკი პუტინს მართლა აქვს ჩაფიქრებული რუსეთ-ბელორუსის კავშირის პრეზიდენტი გახდეს, ხოლო რუსეთში ოფიციალურ „მოადგილედ“ ისევ დიმიტრი მედვედევი დანიშნოს, მაშინ ამგვარი „გადათამაშება“ სრულიად გასაგებია: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისეთივე როლს შეასრულებს მაშინ პუტინის კარზე, რასაც 2008 წლიდან 4 წლის განმავლობაში ასრულებდა.


გამოდის.......Putin Forever, რაც მოულოდნელი, სინამდვილეში, არავისთვის იქნება.  მათ შორის არც ამ „დერჟავას“ მეზობლებისთვის.

დათო გამცემლიძე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი