სტატიები
საბურავების რევოლუციიდან პოლიტიკურ შიზოფრენიამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
942 01 ოქტომბერი 2019, 13:29

გაორება, გასამება და გაოთხებაც კი - პოლიტიკური შიზოფრენიის ნიშნები სააკაშვილს ადრეც ჰქონდა, თუმცა, სანამ ის ვერტიკალზე იყო, „გადახრები“ იმდენად მწვავედ არ იგრძნობოდა. ახლა კი, როცა ის ოპოზიციაში გადავიდა და მის წინ ყველა კარი დაიხურა, ის თითქოს კუთხეში გამომწყვდეულ მშიშარა ლომს დაემსგავსა, რომელიც ადრე დიდი შემართებით ებრძოდა ქვეყნის შიგნით ძლიერ ოლიგარქებს და მათ კორუფციულ სისტემებს, ქვეყნის გარეთ კი რუსეთის ოკუპაციას და პუტინს, ახლა კი იმ ქვეყანაში დაბრუნება უჭირს, რომლის აშენებს და შექმნას იჩემებს.

„მე არ ვარ პოლიტიკოსი. მე ვარ საქართველოს სახელმწიფოს მშენებელი. მე ვარ პატრიოტი...“ - ეს მისი სიტყვებია.

რეალურად, ახლა მიშა ანგრევს საკუთარ თავს, საკუთარ პოლიტიკურ იმიჯს, ღალატობს დასავლურ ფასეულობებს

თუმცა, სახელმწიფოს მშენებლობისთვის ტაშს შევარდნაძეს უკრავდნენ, ევროსაბჭოს წინ კი ვარსკვლავი ზურაბ ჟვანიას გაუხსნეს... მაგრამ მთელ ამ ისტორიაში, სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ხატს ხედავს. ესეც პოლიტიკური შიზოფრენიაა.

რეალურად, ახლა მიშა ანგრევს საკუთარ თავს, საკუთარ პოლიტიკურ იმიჯს, ღალატობს დასავლურ ფასეულობებს. მისი ნგრევა 2013 წელს დაიწყო, როცა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე წავიდა საზღვარგარეთ ვიზიტით და უკან აღარ დაბრუნებულა. თუმცა, 2016 წლიდან მოყოლებული პირობას დებს რომ დაბრუნდება. 

მისი დაბრუნება პირველად საბურავების რევოლუციას დაუკავშირდა. ასე მოინათლა მაშინ ყოფილი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა.

სააკაშვილს უბრალოდ არ ესმის რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში, რატომ არ უღებს გულის კარს მას ელექტორატი. არადა: „მე ავაშენე“, „მე გავაკეთე“, „მე შევქმენი“, მე და მე.... ჰოდა, საკუთარ სიდიადეს, ეტყობა, უკვე იმდენად ღრმად აღიქვამს, რომ ყოველ ჯერზე მეტად და მეტად ბრაზდება ხალხზე. 

ასე მივიდა ის პოლიტიკურ შიზოფრენიამდე - ახლა ის საკუთარ შეცდომებს სხვებს ვერ პატიობს. ყოფილ თანაგუნდელებს ღალატში ადანაშაულებს. მზად არის ყველაფერზე წავიდეს, ოღონდაც დაბრუნდეს ისე, როგორც ვარდების რევოლუციის დროს - დიდებით, ოვაციებით. 

სააკაშვილს ავიწყდება, რომ ის ტალღა მაშინ ნინო ბურჯანაძემ ააგორა ზურაბ ჟვანიასთან ერთად. სააკაშვილმა კარგად მოახერხა მისი გამოყენება და პრეზიდენტიც გახდა. 

ახლა კი ის მარტოა. პირველ რიგი იმიტომაც, რომ პოლიტიკური აშლილობა საშულებას არ აძლევს მის გვერდით სხვაც განიხილოს. ის და ყველა დანარჩენი - ასეთია მისი ფორმულა. დღესაც კი სააკაშვილს არ სურს ძალაუფლება ვინმეს გაუყოს. ამითაც კი ის ებრძვის და უპირისპირდება საკუთარ თავს, ადრინდელ მიშას. მაშინ მან ვერტიკალი ჟვანიას და ბურჯანაძეს გაუყო; ახლა კი, ყოველთვის აკეთებ მკაფიო მინიშნებას: ვარ მე და მერე ყველა სხვა. 

სააკაშვილმა კარგად იცის რომ არჩევნებით ის ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ამიტომაც, ის რევოლუციის მომხრეა. თუმცა, როგორც ჩანს, რამდენჯერმე ის დაარწმუნეს, რომ არჩევნებს იგებდნენ, ამიტომაც, დაბრუნებაში დარწმუნებული იყო. თუმცა, პირობა პირობად დარჩა.

"მე დავბრუნდები უკრაინაშიც და დავბრუნდები საქართველოშიც, დამთავრდება ოლიგარქების მმართველობა ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია

მიშა აქაც მიშას წინააღმდეგ გამოვიდა. ხუთჯერ დაპირდა საკუთარ გუნდს და ამომრჩეველს დავბრუნდებიო და პირობა არასოდეს შეასრულა.

„მე ხუთ დღეში ზღვას გადმოვლახავ!“ - პირველად ეს ფრაზა სააკაშვილმა 2016 წელს გააკეთა. არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე მან ტრიბუნა თურქეთის საბაჟოსთან, სარფში დადგა და დარწმუნებით განაცხადა: ვბრუნდებიო.     

მაშინ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებსა და გულშემატკივრებს მიშას დაბრუნების სწამდათ. იმდენად, რომ რეგიონებში მათი კოორდინატორები, ხშირ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ მმართველ გუნდზე - უფრო მაღალ ხელფასად - მუშაობას არ თანხმდებოდნენ. ეშინოდათ, რას ამბობ, მიშა ჩამოვა და ტყავს გამაძრობსო, აცხადებდნენ პირად საუბრებში. 

თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ბევრს ღრმად სწამდა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. 

რა თქმა უნდა, სააკაშვილი დაბრუნებაზე ადრეც საუბრობდა, იგივე 2015 წელს, თუმცა, მაშინ ის ამაზე საუბრობდა სამომავლო გეგმების კონტექსტში. მასაც ჰქონდა იმის ილუზია რომ ოდესის გუბერნატორი უკრაინიდან შეძლებდა საქართველოში პოლიტიკური ამინდის შექმნას. თუმცა, ჭექა-ქუხილებმა თბილისამდე ვერ ჩამოაღწიეს. აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მან პირდაპირ თქვა, რომ მომავალში დაბრუნებაზე ფიქრობს და რომ საკუთარ პარტიას უკრაინიდან დაეხმარება. 

მე – პირველივე დიდი ტალღის შექმნაზე, პირველივე მასშტაბურ რაღაცაზე უმალ გავჩნდები თქვენთან

მაშინ სააკაშვილი სხვა, მისთვის ახალი გამოწვევით იყო ანთებული, ამიტომაც, სიამოვნებით დათმო საქართველოს მოქალაქეობა და სიამოვნებით გაემგზავრა ოდესაში. 

მეორედ ასეთივე განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ იმ წელს ის უკრაინაში დაბრუნებით იყო დაკავებული, საქართველოს არჩევნებიც არ გამორჩენია. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ facebook მას ორი გვერდი აქვს შექმნილი ქართულ და უკრაინულ ენებზე. ხშირად, ერთი და იმავე დღეს ის ქართულ აუდიტორიასაც პირდებოდა დაბრუნებას და უკრაინულსაც. საქართველოსაც პირდებოდა აყვავებას და უკრაინასაც. იქაც უალტერნატივო ფიგურად ხატავდა საკუთარ თავს და აქაც... 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილი ისევ აქტიურია. ბრუნდება ისევ კიევში და თბილისში ერთდროულად: 

"მე დავბრუნდები უკრაინაშიც და დავბრუნდები საქართველოშიც, დამთავრდება ოლიგარქების მმართველობა ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია“ - 14 თებერვალი, 2018 წელი, „რუსთავი2“. 

„როგორც კი დავამხობთ ივანიშვილს დავბრუნდები საქართველოში...“

„მე რა თქმა უნდა დავბრუნდები, რადგან ვფიქრობ რომ იქნება ანტიოლიგარქიული რევოლუცია არამხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთში, საქართველოში, მოლდოვაში – ყველგან. ვფიქრობ, რომ ეს პოსტსაბჭოთა ჭაობი წაილეკება, რადგან მას არ შეუძლია ადამიანური ინსტიქტების წინააღმდეგ წავიდეს. ეს ახალი სტილის ფეოდალური წყობაა“

იგივე გაიმეორა უკვე უკრაინაში თითქმის დაბრუნებულმა სააკაშვილმა 2019 წელსაც. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მონაწილეობა საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მიიღო. ზუგდიდის მერად კენჭს ექსპრეზიდენტის ცოლი იყრიდა.

„მე – პირველივე დიდი ტალღის შექმნაზე, პირველივე მასშტაბურ რაღაცაზე უმალ გავჩნდები თქვენთან“ - აცხადებდა მაშინ სააკაშვილი. 

და აი ახლა, 2020 წლის არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ სააკაშვილმა ისევ და უკვე მეხუთედ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა:

"უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, არაფერი საიდუმლო არაა, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ სამშობლოს ვკარგავ... მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მე, ქართველ ხალხთან ერთად - მოდით, გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ საქართველოს პატრიოტი, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, რომელსაც გული შესტკივა იმაზე, რომ ქვეყანა განადგურდა".

და როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც ვერავინ გაიგო მაინც როგორ გეგმავს სააკაშვილი დაბრუნებას. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი