მიმდინარეობს საიტის ტესტირება დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში მიმდინარეობს საიტის ტესტირება
1463 22 მაისი 2020, 12:09

მამუკა შონია

ოდესღაც „სახელმწიფოს ხერხემლად“ წოდებული ექს-შინაგან საქმეთა მინისტრისა და ხანმოკლე პრემიერის ციხიდან ტრიუმფალური გათავისუფლების შემდეგ, მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ასევე ტრიუმფალური „ვერ“ გამოდგა: კვლავინდებურად გაურკვეველია, აპირებს თუ არა ვანო, მიმართოს გაწევრების ოფიციალური (!) თხოვნით „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ევროპულ საქართველოს“. ციხის კარებთანვე თქვა, რომ ორივეგან ჰყავს მეგობრები, თუმცა შეეცდება „გამაერთიანებლის“ როლი შეასრულოს. 


სწორედ ეს აღმოჩნდა 7 წლის განმავლობაში აქტიურ პოლიტიკას მოწყვეტილი ყოფილი გავლენიანი ჩინოსნის პირველი მძიმე შეცდომა: მან არა მხოლოდ სწორად ვერ შეაფასა ამ ორ ბანაკს შორის უკვე მომხდარი განხეთქილების სიღრმე და შეუქცევადობა, არამედ საკუთარი რესურსებიც.

ზოგადად, ციხიდან გამოსულ ადამიანებს უჭირთ (ხოლმე) გაიგონ, დაიჯერონ, შეეგუონ, რომ ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა, საზოგადოება, მისი სამეგობრო-სანაცნობოც მნიშვნელოვნად შეიცვალა და მათი გავლენა-ავტორიტეტიც „ის აღარ არის“ რაც იყო ამ წრეში.

მან არა მხოლოდ სწორად ვერ შეაფასა ამ ორ ბანაკს შორის უკვე მომხდარი განხეთქილების სიღრმე და შეუქცევადობა, არამედ საკუთარი რესურსებიც

აქედან გამომდინარე მეორე შეცდომა: მერაბიშვილი ყველანაირად ცდილობდა, ეს ინტრიგა ბოლომდე შეენარჩუნებინა, - ჟურნალისტებს ორჭოფულ პასუხს სცემდა კითხვებზე მისი არჩევანის შესახებ: „უკვე ყველამ იცის, რომელ პარტიაშიც ვწევრიანდებიო“, როცა სინამდვილეში არავინ არაფერი იცოდა: ინფორმაცია მკაცრად უარყვეს როგორც „ევროპელთა“ ასევე „ნაციონალთა“ ლიდერებმა და ვანო, „ინტრიგის შენარჩუნების“ ნაცვლად, თავად აღმოჩნდა არც თუ კომფორტულ მდგომარეობაში;  ინტრიგა კი თანდათან გადაიზარდა უინტერესებაში.

სანამ ვანო იჯდა

მიუხედავად ამისა, მრავალი ნიშანი მეტყველებდა მერაბიშვილის მეტ სიახლოვეს არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ „ევროპულ საქართველოსთან“.

ჯერ ერთი, გიგი უგულავა მისი უახლოესი მეგობარი, თანამოაზრე და ბედის გამზიარებელი იყო „მატროსოვზე“ წლების განმავლობაში; გარდა ამისა, „ევროპელთა“ ლიდერებს მის საწინააღმდეგოდ ან საწყენად არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბევრჯერ აწყენინა. ხან არწმუნებდა: „სანამ შენ იჯექი ახალი „აიფონები“ გამოვიდა, ანუ სამყარო შეიცვალაო“; ხანაც ტურისტული მოგზაურობებით დაკავებას ურჩევდა.....

როგორც ჩანს, ვანოს ბოლომდე ჰქონდა იმედი, თუ ხმას არ ამოიღებდა, არავის საწინააღმდეგოდ არაფერს იტყოდა, მაშინ „გაერთიანებული ოპოზიციის მაგიდასთან“ დამოუკიდებლად, ანუ უპარტიოდ დაუშვებდნენ (როგორც მარგველაშვილი, ასევე ზოგი სხვა მიიღეს იქ) და შალვა ნათელაშვილი, ძველი წყენების მიუხედავად, ისევე „აუწევდა ხელს ცისკენ“, როგორც ოქრუაშვილსა და უგულავას.

ვანო მერაბიშვილს არ აწყობს ოპოზიციურ ლიდერებთან (მათ შორის მიშასთან) ურთიერთობის გაფუჭება, რათა „მიესვლებოდეს“ ვიქტორ ორბანთან, ვისაც მინისტრობისას რამდენჯერმე გაუწია „დელიკატური“ დახმარება და ახლა აქვს იმედი, საჭიროების შემთხვევაში ისიც დაეხმარება

როცა მაგიდასთან „უპარტიოდ დაშვებაზე“ უარი მიიღო, მისი წყენა კიდევ უფრო გაძლიერდებოდა: ბოლოს და ბოლოს, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების საფუძველზე აქვს მისჯილი ყოფილ პრეზიდენტს 6 წელი „ვალერი გელაშვილის ცემის“ საქმეზე  მაშინ, როცა ვანოს მიშას წინააღმდეგ არც ერთი ჩვენება არ მიუცია და სასჯელი ბოლომდე მოიხადა. ამის მიუხედავად ირაკლი ზის „მრგვალ მაგიდასთან“, ხოლო ვანო არა - მხოლოდ ფორმალური („უპარტიობის“) საბაბით.

სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი შეეცდება მაჟორიტარად იყაროს კენჭი მშობლიურ ახალციხეში, სადაც ნამდვილად აქვს შანსი: თუკი აბასთუმანში გიმგზავრიათ, ნებისმიერი ტაქსისტი ყველაფერზე (არა მხოლოდ რაბათზე) გეტყვით: „ეს ჩვენმა ვანომ ააშენაო“.
თუ ახალციხე მოიგო, ვანოს „უპარტიობა“ მისთვის მხოლოდ ძალა და უპირატესობა გახდება. ამ პროცესში მას ახლა აღარ აწყობს ან მიშას, ან რომელიმე სხვა ყოფილ თანაგუნდელს „დაარტყას“: ექს-მრავალმინისტრ-ყოფილ პროკურორ ოქრუაშვილისთვისაც კი არ უპასუხია მისი „დარტყმის“ საპასუხოდ, როცა ირაკლიმ განაცხადა: „ეგ ახლოს არ გაგვეკაროსო“. თითქოსდა, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ვანომ მისცა და არა თვითონ.

დუმილის 4 მიზეზი

მერაბიშვილის დუმილი კიდევ სხვა რადენიმე შესაძლო მიზეზით აიხსნება:

  • ახალციხის საკითხი უახლოეს კვირეებში გაირკვევა და  აქვს იმედი, ოპოზიცია კონკურენტს მაინც არ დაუპირისპირებს ამ საარჩევნო ოლქში

  • ერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ იცის ყველაზე. ეს „ცოდნა“ მისი მთავარი რესურსია და ინფორმაციის უყაირათოდ ხარჯვა ჯერ ჯერობით არ სურს, რაც ნამდვილად ჭკვიანური და სწორი გათვლაა წინასაარჩევნოდ

  • არ არის გამორიცხული, პროკურატურა ვანოს წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებდეს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. და თუ ასეა, მერაბიშვილს არ სურს ოპოზიციასთან ურთიერთობის გაფუჭება, რათა ახალი დაპატიმრების შემთხვევაში ისევე დაიცვან, როგორც უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა.

  • არის კიდევ ერთი „მოულოდნელი“ მიზეზი: ვანო მერაბიშვილს არ აწყობს ოპოზიციურ ლიდერებთან (მათ შორის მიშასთან) ურთიერთობის გაფუჭება, რათა „მიესვლებოდეს“ ვიქტორ ორბანთან, ვისაც მინისტრობისას რამდენჯერმე გაუწია „დელიკატური“ დახმარება და ახლა აქვს იმედი, საჭიროების შემთხვევაში ისიც დაეხმარება ან შეიფარებს, როგორც ზურაბ ადეიშვილი, ერეკლე კოდუა და სხვები შეიფარა.
მერაბიშვილსაც შეიფარებდა, ნაპროკურორალ ადეიშვილივით 2012 წლის არჩევნების მეორე დღეს (2 ოქტომბერს!) რომ გაფრენილიყო ბუდაპეშტში. თუმცა ვანომ ციხეში ჩაჯდომა ამჯობინა.

ერთი რამ ცხადია: ვანო მერაბიშვილი (დათა და ბაჩო ახალაიებისგან ან კოდუასგან განსხვავებით) პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და მისი „ახალი რუბიკონი“, ალბათ, ახალციხე იქნება.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ჰყავდა გიორგი ბრწყინვალე და ჰყავს თაკო ჩარკვიანის ბრწყინვალე გიორგი
გახარიას მშვიდობა მოგებული ომის შემდეგ და ოპოზიციის „წინსვლა“ უკან - კრიმინალებისკენ
ფერადი რევოლუციებიდან პოლიტიკურ ათას ერთ ღამემდე
5 უცნობი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ
ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, მთავრობა „აკრიტიკოს“, მთავრობის გამოწვევაა მუდმივი რისკის „დანის პირზე“ ან „ბეწვის ხიდზე“ იაროს
პოლიტიკაბიზნესისამართალისპორტირეგიონებიმოგზაურობა
გართობასაზოგადოებათბილისიოკუპაციის ხაზიუფლება და რეალობა
არჩევნებისტატიებიგალერეა
ONGO.ge Copyright © 2019, ONGO.ge.   |   ელ-ფოსტა: dna.saagento@gmail.com   |   ტელ: (+995 32) 23 98 123