თეა წულუკიანი - ლევან ბერძენიშვილი - ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე, მაგრამ ვისაც დღეს ვერ გააკრიტიკებს და არ აკრიტიკებს, ეს არის მიშა სააკაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
540 28 აპრილი 2020, 23:55

მიშა სააკაშვილი დღეს გახდა ტაბუ „რესპუბლიკური პარტიისთვის“, რომლებსაც არავითარი სიწმინდე, რომელიც კრიტიკას არ ექვემდებარება ამ დედამიწის ზურგზე არ გააჩნია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ყველას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარდა.

„ის, რასაც სახელი არ აქვს, ალბათ ძნელია სახელი დაარქვა. იმიტომ, რომ ის ჯაჭვი წარსული განცხადების, რაც თქვენ დღევანდელ ეთერში აჩვენეთ და რასაც მე ვისმენდი ცალსახად აჩვენებს იმას, რომ ძნელია ამ ყველაფერს და შემდეგ უკვე „რესპუბლიკელების“ დღევანდელ პოზიციას მოუძებნო რაიმე ტიპის სახელი. 

ერთი კი ფაქტია, რომ ბატონი ლევან ბერძენიშვილი, ყველა იცნობს, ფართო საზოგადოება იცნობს, მეც ვიცნობ და არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე თავისი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე:  ილია მეორეზე, ეკლესიაზე. თუ უფრო განვიტვირთებით და გავიხუმრებთ კიდეც, იმასაც ვიტყვი, რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს, არგუმენტებსაც მოძებნის ამისთვის. მაგრამ ის, ვისაც დღეს ვერ გააკრიტიკებს და არ აკრიტიკებს, ეს არის მიშა სააკაშვილი. რა სახელი უნდა დაერქვას ამას მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის მძიმე სანახავი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი