შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 12 იანვარი 2021, 18:10

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე გარკვეული ხარვეზები იყო და სწორედ ამის აღმოსაფხვრელად მოლაპარაკების დროს სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმასაც, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების გამოყებას.

„არჩევნების დასრულებისთანავე, რამდენიმე დღეში, როდესაც დადასტურდა, რომ გარკვეული ხარვეზები არჩევნებს თან ახლდა, ვთქვათ დისბალანსი ოქმებში, რაც გამოწვეული იყო მათ შორის ადამიანური ხარვეზებიდან გამომდინარე, ის, რომ დღემდე ბევრი ფურცელი ტრიალებს (ამ არჩევნებზე ორი მილიონი ბიულეტენი იყო, ათი  ათასობით ოქმი შედგა), ეს ყველაფერი ხარვეზებს ვერ გამორიცხავს. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელი გზა და ჩვენი შეთავაზება სწორედ აქედან გამომდინარეობდა, იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ოპოზიციასთან მიმდინარეობს. საუბარი იყო საარჩევნო რეფორმაზე, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ჩვენ მოთელვითი შეხვედრები გვქონდა მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციასთან, არასამთავრობო სექტორთან, რა შესაძლებლობები არსებობს ამ კუთხით და გარკვეული იდეები გვაქვს, რომ შედეგების დათვლა ელექტრონულად იყოს.

ის იდეა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ შენდეგს უზრუნველყოფს: ერთი, არჩევნების შედეგებს ჩვენ გავიგებთ ფაქტობრივად, არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე წუთში. ამას საათები არ დასჭირდება, ავტომატურად მოხდება დათვლა. მეორე, სრულად გამოირიცხება ის, რომ არაუფლებამოსილმა პირმა სხვის მაგივრად მისცემს ხმა, რადგან ელექტრონული იდენტიფიცირება იქნება. ამავე დროს სრულად გამოირიცხება ე.წ. დისბალანსები ოქმში, რადგან დათვლა ავტომატურად მიხდება. თან იმ პირობებში, რომ ფურცელიც დარჩება როგორც დოკუმენტი, თუკი ელექტრონულ შედეგებთან რამე პრეტენზია გვექნება. გადათვლა ყოველთვის შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე:„აღნიშნული შეთავაზება ფასილიტატორებთან შეხვედრებზე იყო დაყენებული თუ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დროს“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეთავაზება მოლაპარაკების ნაწილი იყო.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს.

„ფაქტობრივად, მოსაზრებების თანხვედრაა ჩვენსა და ოპონენტებს შორის. აქ ერთი მთავარი პრობლემაა, რასაც ჩვენ წლებია, ვხედავთ ჩვენი ოპონენტების ნაწილისგან. იმ ნაწილისგან, რომლებსაც თავიდან სურდათ კონსტიტუციური რეფორმა, მათ შორის საარჩევნო კუთხით, პროპორციული სისტემის შემოღება და ბარიერის დაწევა, ბოლოს ამ რეფორმაში მონაწილეიბა არ მიიღეს და ხმა არ მისცემს პარლამენტში. იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც რაღაც პრეტენზიებს აყენებს და ბოლოს თავად არ ხდება ამ ყველაფრის მონაწილე. ახლაც ამაზე გვაქვს საუბარი. საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ამბობენ, რომ ეს არის მათთვის სანუკვარი მიზანი და ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამის განხორციელების ერთადერთი გზა არსებობს, შემოვიდნენ პარლამენტში, მიიღონ მინაწილეობა როგორც ამ კანონპროექტების შემუშავებაში, ისე მათ მიღებაში. იმედი მაქვს, ოპონენტების ნაწილი მაინც, ამ პასუხისმგებლობას არ გაექცევა. წინააღმდეგი არიან ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც აქამდეც იყვნენ. „ნაციონალური მიძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომლებმაც 8 მარტის შეთანხმების შედეგად მიღებულ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მეორე, მესამე მოსმენაში არ მიიღეს მონაწილეობა. ამით პასუხისმგებლობას გაექცნენ და აქაც ვხედავთ, რომ ისინი პასუხისმგებლობას გაურბიან და თითქოს სხვა საკითხებს აყენებენ უფრო წინა პლანზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
გია ვოლსკი - არის ერთი კონკრეტული პარტია და ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე, ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება დესტრუქციული პროცესები
გია ვოლსკი - ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი, ეს იყო არჩევნები
გია ვოლსკი - უკეთესია, რომ სტრატეგიული საკითხები ოპონირების რეჟიმში იყოს განხილული, თუ ასე არ იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა არ უნდა აიღოს
არქივი