დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
583 18 სექტემბერი 2020, 22:27
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში, დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით დაამტკიცა.

პროექტის თანახმად, თუ ამ ცვლილების ამოქმედებამდე, პირი პარლამენტის წევრობის კანდიდატად მხოლოდ ნარკოლოგიური ცნობის წარუდგენლობის გამო არ გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში დეპუტატად არჩეული პირი ვალდებული იქნება, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და ამავე ვადაში წარადგინოს ნარკოლოგიური ცნობა.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილო და რატი იონათამიშვილი არიან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ელჩს რომ გაეცა მარტივი პასუხი შეკითხვაზე - ეს არ მომხდარა ან მოხდა და ვგმობ, რა თქმა უნდა, თემა ამოიწურებოდა, ეს ბუნდოვანება პრობლემას ძალაში ტოვებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი ავრცელებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელზეც ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის ხელმოწერებია
ადა მარშანიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დატოვა
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპონენტების ნაწილი პასუხისმგებლობას არ გაექცევა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს
არქივი