ტყიბული - არჩევანი ცივილიზაციასა და სოციალურ ბომბს შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1390 27 სექტემბერი 2019, 14:00

დემოკრატია არ იმუშავებს, თუკი ის მხოლოდ ელიტის უფლებებს „მოემსახურება“, რეფორმები ვერ შედგება, თუკი საკანონმდებლო აქტები მხოლოდ „რჩეულთა“ ინტერესებს დაიცავს, ადამიანის უფლებები არ იარსებებს, თუკი თითოეული ჩვენთაგანი ამ სტატუსით არ ისარგებლებს და დასაქმებულთა უმეტესობა მონის მდგომარეობაში იქნება.   

უკვე წლებია საქართველოში მაგალითად, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი უფრო დაცულია, მისი ინტერესები კანონებში მეტად გათვალისწინებულია, ვიდრე მაგალითად, ტყიბულელი მეშახტის, ჭიათურელი მაღაროელის, ზესტაფონელი მუშის.

ბიზნესი მხოლოდ საკუთარ მოგებაზეა ორიენტირებული, ხელისუფლება მხოლოდ ინვესტორისთვის კომფორტული პირობების შექმნას ცდილობს, პოლიტიკოსები მხოლოდ დაპირებებს გასცემენ. წლიდან წლამდე კი მოსახლეობის დიდი ნაწილი სერიოზული სოციალურ პრობლემების წინაშე მარტოა დარჩენილი

პროფკავშირები, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია, ვინც ახლა ფრონტის წინა ხაზზე დგას და შრომითი უფლებებისთვის იბრძვის. „იაფი მუშახელი“- ამ ფორმულის წინააღმდეგ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე უკვე წლებია გამოდის. ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, ღირსეული სამუშაო პირობები, უსაფრთხო სამუშაო გარემო და საარსებო მინიმუმის ზრდა მისი მთავარი მიზანი და ამოცანაათუმცა, ხელისუფლება ამ მიმართულებით დღემდე გაუბედავ ნაბიჯებს დგამს. შესაბამისად, მუშები ჯერ ისევ რჩებიან დაცვისა და ზრუნვის მიღმა.  

ასე რომ, ტყიბული ხელისუფლებისთვის ნელი მოქმედების სოციალური ნაღმია. ის ასევე არის ერთგვარი ტესტი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. სწორედ ამ ქალაქში, სწორედ მინდელის შახტაში გადის თითქოს ახლა წითელი ხაზიამ დღეებში გაირკვევა ცივილური ქვეყანა გავხდებით სრულფასოვანი დემოკრატიითა და ადამიანის უფლებათა დაცვის სრული გარანტიით თუ ისევ ცალკეული ჯგუფების მოსამსახურე ქვეყანა, სადაც უფლებები მხოლოდრჩეულებსექნებათ

ირაკლი პეტრიაშვილმა ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა საგანგებო წერილით პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდა. პროფკავშირების პირველი პირი მაშინ სოციალური პირობების გაუმჯობესებას გარდა მოითხოვდა ტყიბულის შახტებში სამუშაო პირობების შესწავლას და ექსპერტული დასკვნის მომზადებას. ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, მას აინტერესებდა, საერთოდშესაძლებელია, თუ არა ტყიბულში განხორციელდეს უსაფრთხო შრომა“. 

პროფკავშირების მოთხოვნები ასეთი იყო:   

ექსპერტიზა გერმანულმა კომპანიამ ჩაატარა, თუმცა, დოკუმენტი, რომელიც მათ შეადგინეს მკაცრად გასაიდუმლოებულია
 

1. ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლება,

2. ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საპენსიო ასაკის დაწევა 55 წლამდე, რაც მათ მისცემს საშუალებას თავად გააკეთონ სამუშაოზე დარჩენის ან პენსიაზე გასვლის არჩევანი მითითებული ასაკიდან,

3. კომპანიის მიერ მეშახტებიის შრომის ანაზღაურების ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად, რაც საერთო ჯამში შეადგენს 8,1%-,

4. ტყიბულის შახტების შეჩერება და მათი სრული რეაბილიტაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით. მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეშახტეების კომპენსირება საკუთარი ხელფასის ოდენობის თანხით, ასევე ტყიბულის სოციალური და კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება.

5. საწარმო შემთხვევების შედეგად გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნითშრომის უსაფრთხოების სადაზღვევო სისტემის შექმნა, რაშიც იგულისხმება ამგვარი შემთხვევების შედეგად დაზარალებული დასაქმებულების და მათი ოჯახების კომპენსირება მიღებული ტრავმის სიმძიმის შესაბამისი კლასიფიკაციით,

6. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N176 კონვენციის (,,შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“) რატიფიცირების საკითხის დღის წესრიგში დაყენება.

ხელისუფლებამ საკითხის შესწავლა მართლაც დაიწყო ექსპერტიზა გერმანულმა კომპანიამ ჩაატარარომელიც საქართველოში საგანგებოდ ჩამოიყვანესთუმცადოკუმენტირომელიც მათ შეადგინეს მაკცრად გასაიდუმლოებულია.  ირაკლი პეტრიაშვილი ახლა ამ მასალების გასაჯაროებას ითხოვს

ისე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლება იძულებულია მიიღოს პროფკავშირების პირობები, თუმცა, მას ბოლომდე მაინც არ მიჰყვება

ასე იყო, მაგალითად, მაშინაც, როცა პროფკავშირები შრომითი ინსპექციის შემოღებას მოითხოვდა - მას შრომითი პირობები და დასაქმებულების მდგომარეობა უნდა შესწავლახელისუფლებამ შესაბამისი კანონი მართლაც მიიღო, თუმცაინსპექტორს რეალური უფლებები არ მისცა და ეს ინსტიტუტიც უმოქმედოდ დარჩა.

ასე არის ახლაც, როცა, პროფკავშირები ორ სამსახურში მუშაობის შეზღუდვას - რეგულაცია ეხებათ მხოლოდ მათ ვისაც სპეციფიკური სამუშაო აქვსრის, მაგალითად, ავტობუსის მძღოლი ან ქირურგი და მუშაობს დილის 9საათიდან საღამოს 6საათამდე - მხარს უჭერს, თუმცა, იქვე მინიმალური ხელფასის გაზრდასაც ითხოვს. ხელისუფლება არ ჩქარობს გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამ საკითხში

ტყიბულის თემას რომ მივუბრუნდეთ, მეშახტეები უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან და კუთვნილ ხელფასებსა და ღირსეულ სამუშაო პირობებს მოითხოვენოცამდე მუშა შახტაში, 300 მეტრის სიღრმეში, რჩება მოთხოვნების შესრულებამდე

პროფკავშირების თავმჯდომარემ ამჯერად უკვე გიორგი გახარიას მიმართა. ირაკლი პეტრიაშვილმა პრობლემის გადაჭერა მოთხოვა.

პასუხი უნდა გაეცეს ჩვენს ინიციატივას, როგორც შახტების უსაფრთხოებასთან, მეშახტეთა სოციალურ გარანტიებთან, ისე ალტერნატიულ სამუშაო ადგილებთან...
ირაკლი პეტრიაშვილი
პროფკავშირების თავმჯდომარე

და მხოლოდ დღეს პრემიერმა საგანგებო დავალებით ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი სწორედ პრობლემის გადასაჭრელად, და არა მხოლოდ ვითარების გასაცნობად გააგზავნა.

ინფორმაციისთვის: 2007 წლიდან 2018 წლამდე ტყიბულში, საწარმოო შემთხვევის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 მხოლოდ ბოლო ერთ წელში. რამდენიმე შემთხვევა 2019 წელსაც დაფიქსირდა.

ამასთან, რეგიონი წლიდან წლამდე იცლება. საბჭოთა დროს იქ 22 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით კი, 10 ათასზე ნაკლები.

ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონში ალტერნატიული სამუშაო ადგილები უნდა გაჩნდეს, რეგიონს განვითარების პერსპექტივა უნდა გაუჩნდეს ხალხისგან რომ არ დაიშალოს:

პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს პროფკავშირების ინიციატივებს, როგორც შახტების უსაფრთხოებასთან, მეშახტეთა სოციალურ გარანტიებთან, ისე ალტერნატიულ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით ტყიბულში. რატომ უნდა იყოს ტყიბული მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, შახტა იმუშავებს თუ არა?! ჩემი აზრით, არსებული კომპანია ვერ პასუხობს გამოწვევებს და ის თვითონ უნდა წავიდეს. სახელმწიფომ კი სასწრაფოდ უნდა მოიყვანოს ინვესტორი, რომელიც შესაბამის ინვესტიციას განახორციელებს, პირველ რიგში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებით“ - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

ასე რომ, პროფკავშირების დღის წესრიგში სოციალური პაკეტის „მიღება და გატარება“ ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ტყიბულის მეშახტეებს ისინი სოლიდარობას უცხადებენ და პრობლემების გადაჭრაში ეხმარებიან. 

P.S.როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტყიბულში გადის წითელი ხაზი, ჩვენ ან ცივილიზაციისკენ გადავიხრებით, ან გავაგრძელებთ სოციალურ ბომბზე დგომას. მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულში ახალი ინვესტორი გამოჩნდა, პრობლემა ჯერ მოხსნილი არ არის, დაპირებები გაიცა, მუშებმაც შიმშილობა ორშაბათამდე გადადეს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსანდრე იაშვილი - მინდა, ჩვენი ნაკრების სახელით, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადავუხადო
მიხეილ ყაველაშვილი: ნეტა ვინმემ მიბაძოს „ქართუს“ და მსგავსი პრემიები დააწესოს ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მოხარული ვიქნები, ხაზარაძემ მიბაძოს და ტაშს დავუკრავ
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, რუსთავის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო
დიმიტრი ხუნდაძე: არ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც კრიმინალებს უხსნიან გზას - ადეიშვილი ევროპის მოედანზე დასეირნობდა, გვარამიამ კი ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგი ჩაატარა
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები ამბროლაურში განიხილა
არქივი