ჭავჭავაძის გამზირის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია 16 სექტემბერს დასრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
869 10 სექტემბერი 2019, 19:30

თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და  იწყება ასფალტის საფარის დაგება.  ამ მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 16 სექტემბრიდან, პირველ მონაკვეთზე, ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ.

„კომპანია „ჯეო გრუპს“ ვალდებულება აქვს აღებული, რომ 16 სექტემბრისთვის  აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებმა შეძლონ გადაადგილება. ასევე, ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება  ყველა ქუჩაზე, რომელიც ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე უკავშირდება ჭავჭავაძის გამზირს. მოძრაობის სქემების შესახებ  ეცნობება მოსახლეობას.

ჩვენ ვაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ მეორე ეტაპის სამუშაოებს. კერძოდ, კომპანია GWP მიწისქვეშა სამუშაოებს უკვე ახორციელებს, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ კი სამუშაოები უკვე დაასრულა. მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება, პროექტმა ათეულ წლებს უნდა გაუძლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის მეორე ნაწილში, რომელიც მოიცავს მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა საველოსიპედო სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ დამონტაჟდება ჭედური მოაჯირები და ბოძკინტები.

ჭავჭავაძის გამზირი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადაპტირდება შშმპ-ებისთვის. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა, ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საავტობუსე ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი;  ასევე, GWP-ის, „თბილისი ენერჯის“ და „თელასის“ ხელმძღვანელობაც.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა: ჩვენ ხალხის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ - ომში არ ჩავერთოთ, არ გაიხსნას მეორე ფრონტი, ევროპაში ქართული ინტერესების დაცვით შევიდეთ, არ ვაპირებთ, რამე შეიცვალოს
არჩილ თალაკვაძე: გვარამია და მელია გუშინ პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო, პრემიერი ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ხვდება
ცოტნე ანანიძე: აუტსაიდერი ელისაშვილი ცდილობს, უკრაინაში რაიმე თანამდებობა მიიღოს
„ხალხის ძალა“: ენჯეოებზე დახარჯული თითოეული 100 მილიონი დოლარი ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკარგულ მინიმუმ მილიარდ დოლარს ნიშნავს. რომ არა ეს გრანტები, ერთი „ენჯეოშნიკის“ სამუშაო ადგილის ნაცვლად, ქვეყანა 10 ჯანსაღ სამუშაო ადგილს შექმნიდა.
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე: რაც არის ქართველი ხალხისთვის კარგი, იმას გავითვალისწინებთ, რაც არ არის კარგი ქართველი ხალხისთვის, იმას არ გავითვალისწინებთ
არქივი