„თბილისობის“ დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
485 09 სექტემბერი 2019, 18:32

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობა  ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. თბილისის მერიამ წლევანდელი „თბილისობის“ დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაიწყო.  

 "არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისობის თარიღი იყოს ფიქსირებული, ამას განსაკუთრებით გვთხოვენ ტურისტული კომპანიები და მინდა განვაცხადო, რომ ამიერიდან თბილისობის დღესასწაული ყოველთვის გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.    

წარმოადგინთ დამსახურებული ადამიანის კანდიდატურა, რათა ტრადიციულად დავასახელოთ ის რჩეული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თბილისის განვითარებაში.

თბილისის მერი  საპატიო თბილისელებს წელსაც ტრადიციულად  დააჯილდოებს. თბილისის მერმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 14 სექტემბერს მთავრდება საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადის მიღების ვადა.   

წარმოადგინთ დამსახურებული ადამიანის კანდიდატურა, რათა ტრადიციულად დავასახელოთ ის რჩეული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თბილისის  განვითარებაში. მზად ვართ, მივიღოთ თქვენი წინადადებები, შემდეგ კი შესაბამისი კომისია ამ განაცხადებს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, “ – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების ცერემონია წელს მე-40  ჯერ გაიმართება.  პირველად ის, 1979 წლის 26 ოქტომბერს შედგა.

პირველი საპატიო თბილისელები არიან:

ლადო გუდიაშვილი — მხატვარი;

აკაკი შანიძე — ენათმეცნიერი;

შუშანა ჩიქოვანი — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი;

კონსტანტინე ილურიძე — ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრიუს კალინდრა - გვჯერა,საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხებ
საქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია
ირაკლი კობახიძე: ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
ირაკლი კობახიძე: გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად
არქივი