მეტროსადგურ „გოცირიძის“ რემონტისთვის 2-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
452 09 სექტემბერი 2019, 16:58

მეტროსადგურ „გოცირიძის“  რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი მეორედ გამოცხადა.

პროექტის თანახმად, გადაიხურება და  ევროსტანდარტების შესაბამისად მოეწყობა მეტროსადგურის ღია ბაქანი;  გაკეთდება ალუმინის ფანჯრები და და მოაჯირები;  მეტროსადგურის ვესტიბიული იატაკი მოპირკეთება ბუნებრივი გრანიტით; დეკორატიულად გაფორმება კედელი და ჭერი; განახლდება ბაქანზე არსებული დასაჯდომები; შშმ პირებისთვის დამონტაჟდება ლიფტი  და ა.შ.

სატენდერო პირობების თანახმად, სარემონტო სამუშაოები  ხელშეკრულების გაფორმებიდან   210 კალენდარულ დღეში უნდა დამთავრდეს.

სატენდერო წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 27 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  2 425 500 ლარია.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოებზე პირველი ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 2 045 650 ლარი იყო. თუმცა, მაშინ ტენდერი არ შედგა.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება გრძელდება
შეგნებული ტყუილი?! - რაში დასჭირდა გამოცემა „ნეტგაზეთს“ მოსამართლე გიორგი ებანოიძის კომენტარის დამახინჯება
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
მოსამართლე გიორგი ებანოიძე: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი