"თბილისობის" დღესასწაული გრანდიოზული ღონისძიებებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
700 09 სექტემბერი 2019, 18:09

ამიერიდან, „თბილისობის“ დღესასწაული ტრადიციულად ოქტომბრის პირველ პირველი შაბათ-კვირას გაიმართება, წელს „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. 

მიმდინარე წელს „თბილისობის“ დღესასწაული 5-6 ოქტომბერს გაიმართება და ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე პროგრამა იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა  კახა კალაძემ განაცხადა.

„გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, ეს არის რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე. მათ შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები. კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები, ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები. ორბელიანის ღია ბაზარი, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები, მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი და სხვა საინტერესო ღონისძიებები გვექნება“,განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ლეღვთახევში მოეწყობა მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე – ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას, ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება.

„მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომობილების გამოფენა, ცალკე აღნიშვნის ღირსია კიდევ რამდენიმე ღონისძიება. მათ შორის, 5 ოქტომბერს 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება გვექნება და გაიმართება ასევე გალაკონცერტი „მე ვარ თბილისი“. 6 ოქტომბერს 20:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება „მოარე“. ეს არის აკრობატიკის საჰაერო შოუ როკ-მუსიკის თანხლებით და ვფიქრობ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იქნება. ასე, რომ ვეპატიჟები თბილისელებს და არა მარტო თბილისელებს – ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად გავატაროთ ეს ორი საინტერესო დღე – 5-6 ოქტომბერი. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული ეს ორი დღე და საკმაოდ ნასიამოვნები დარჩება ყველა ადამიანი, ვინც გვეწვევა და იქნება ჩვენთან ერთად თბილისობის აღსანიშნავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გთავაზობთ „თბილისობის“ ორდღიან პროგრამას.

5 ოქტომბერი

რიყის პარკი 12:00-20:00

ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი;

ტკბილეულის ფესტივალი;

საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები;

საბავშვო კონცერტი;

ინსტალაცია — ფიროსმანის პერსონაჟები;

სპორტული აქტივობები;

მულტიეთნიკური თბილისი.

ორბელიანის მოედანი 12:00-20:00

ყვავილების ფესტივალი შემოდგომის თბილისი;

ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები;

თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;

ORBELIANI OPEN MARKET;

მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი მაღალი აბელა და ხანუმა);

პროექტი გვიდირიჟორე.

ლეღვთახევი 12:00-22:00

მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

მეტეხის ხიდი 12:00-18:00

სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა.

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები — ორბელიანის მოედანი

14:00 - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - „Wayne McGregor“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში;

20:00 - თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია.

6 ოქტომბერი

რიყის პარკი 12:0-20:00

ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი;

ტკბილეულის ფესტივალი;

საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები;

საბავშვო კონცერტი;

ინსტალაცია ფიროსმანის პერსონაჟები;

სპორტული აქტივობები.

ორბელიანის მოედანი 12:00-20:00

ყვავილების ფესტივალი შემოდგომის თბილისი;

ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები;

თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;

ORBELIANI OPEN MARKET;

მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,მაღალი აბელა და ხანუმა);

პროექტი გვიდირიჟორე.

ლეღვთახევი 12:00-22:00

მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

მეტეხის ხიდი 12:00-18:00

სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა.

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები — ორბელიანის მოედანი

17:00 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი.

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები — ევროპის მოედანი 20:00 სპექტაკლი MUARE EXPERIENCE — საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი