თბილისის მერია მოსახლეობას კონცერტებითა და სანახაობებით დატვირთულ ორკვირიან საახალწლო დღესასწაულს სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
898 26 დეკემბერი 2019, 22:13
25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, თბილისის მერია მოსახლეობას საახალწლო ზეიმს სთავაზობს, რომელიც. პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გელოდებით.

თბილისის მერიის საახალწლო პროგრამა ასეთია: ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტი გაიმართება, სადაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“ ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს.  

ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე.

საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.  

მანამდე კი, თბილისის მერია მოსახლეობას კონცერტებითა და სანახაობებით დატვირთულ ორკვირიან საახალწლო დღესასწაულს სთავაზობს:





პირველი რესპუბლიკის მოედანი   (25 დეკემბერი - 13 იანვარი)

თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და  დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. (12:00 - 20:00 სთ.)

5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება;

მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები;


საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“

ორბელიანის მოედანი (25 დეკემბერი - 13 იანვარი)

ორბელიანის მოედანზე დაგხვდებათ ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი;

მთელი დღის განმავლობაში, პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება;

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი,

აქვე იქნება კვების ობიექტები, სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები;

ყოველ საღამოს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით.


25 დეკემბერი

20:00  ნაძვისხის საზეიმო ანთება და მიუზიკლი
21:00-23:00    Dj ბექა ელოშვილი third soul

26 დეკემბერი

20:00-21:00     ბენდი "Evening Project„
21:00-23:00     DJ ზურაბ ჭყონია (zurkin)
 

27 დეკემბერი

20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
21:00 -23:00   DJ გიორგი ერიქაშვილი (ericsson)

28 დეკემბერი

20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
21:00-23:00    DJ სანდრო ხვედელიანი (khvedeliani)

29 დეკემბერი

20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
21:00-23:00    DJ ნიკა ჯაფარიძე (nika J)
 

30 დეკემბერი

20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები
21:00-23:00    DJ შოთიკო წვერავა (sumo)
 

31 დეკემბერი

23:00    საახალწლო გალა-კონცერტი / მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“
 

1 იანვარი

21:00-22:00    MAX THE SAX  
22:00-00:00    DJ ნიკა ჯანელიძე (skalitzer)
 

2 იანვარი

20:00-21:00    დავით ილურიძის ბენდი
21:00-23:00    DJ მიშო გოჩიტაშვილი
 

3 იანვარი

20:00-21:00    ჯგუფი new one
21:00-23:00    DJ სანდო ჯორბენაძე (dj sendnudes)
 

4 იანვარი

19:40-20:00    საბა საფარელი (ქუჩის მუსიკოსი)
20:00-21:00    ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი
21:00-23:00    DJ კოტე ჯაფარიძე (kote japaridze)
 

5 იანვარი

20:00-20:45    შოუ პატარა პრინცი
20:45 -21:45   Goofy Land
 

6 იანვარი

20:00-21:00    “The Quintessence” - საშობაო კონცერტი
21:00-23:00    ლაშა მარგიანი (hatsvali)
 

7 იანვარი

20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ჯგუფები
21:00-23:00    DJ ნიკა კვაჭაძე
 

8 იანვარი

20:00-21:00    ლუკა დგებუაძის ტრიო
21:00-23:00    ია ტომაში და საბა აბრამიძე
 

9 იანვარი

20:00-21:00    დავით ევგენიძე და ბენდი
21:00-23:00    DJ ბექა ლორთქიფანიძე (baqi lordkipanidze)
 

10 იანვარი

20:00-20:45    შოუ პატარა პრინცი
20:45-21:45    რეზო და ბავშვები
 

11 იანვარი

20:00-21:00    ბენდი "ნიუტონი"
21:00-23:00    DJ ერეკლე თაბუკაშვილი (Tobacco twin)
 

12 იანვარი

20:00-21:00    ქართული ფოლკის კონცერტი
21:00-22:00    ბლუზ ფექტორი ლევან ჯავახიშვილი
22:00-00:00    DJ თოკე ნიკოლაიშვილი (Toke)
 

13 იანვარი

20:00-21:00    ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ბენდები
21:00-23:00    DJ დიჯეი ოთო ფარულავა
 

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
პოლიციამ განზრახ მკვლელობადი ბრალდებული დააკავა
სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
არქივი