თბილისში პრასტოს N'Uovo დაიდგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
745 11 ნოემბერი 2019, 20:51
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo დაიდგა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა.  

ქანდაკება N'Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკების განთავსების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებული შადრევანია. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.

„ჩვენ დედაქალაქს ძალიან უხდება თანამედროვე სკულპტურები, რომლებიც მას კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს  მატებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვაჟა მიქაბერიძეს, რომელმაც თბილისს N'Uovo აჩუქა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ კერძო კოლექციაში თუ მუზეუმშია დაცული და სხვადასხვა ქალაქის დიდ მოედნებზეა განთავსებული. თბილისში ეს მისი მეორე ნამუშევარია და დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ძალიან მოუხდა დედაქალაქის იერსახეს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.

N'Uovo იტალიაში, ავტორის სახსრებით დამზადდა და  თბილისის  მერიას საჩუქრად გადაეცა. ქართველმა მოქანდაკემ თავდაპირველად, იგი საჩუქრად ქ. პიეტრასანტას გადასცა, ქანდაკება ასევე მრავალ კერძო კოლექციაში და სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეშია განთავსებული.

პრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) თბილისში, 1967 წელს დაიბადა. 1984-1992 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1993 წელს იგი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და 1993-1995 წლებში სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ პიეტრასანტაში.

თბილისში, ბამბის რიგში განთავსებული ფარაჯანოვის ბიუსტის შემდეგ, N'UOVO ავტორის მეორე ქანდაკებაა, რომელიც დღეიდან  ქვეყნის დედაქალაქს დაამშვენებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას მიმართა - საქართველოში შენისთანები ლიდერები ვერ გახდებიან, შენ იქნები ხუთი-ექვსი ევროპარლამენტარის ლიდერი
ირაკლი ზარქუა - ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ღირსებით და არა ცალ ფეხზე, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა შეძლო, რომ რეზოლუციებს ჩალის ფასი დაედო
ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ირაკლი ზარქუა ნაირა გელაშვილს- უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური, ამიტომ, ეს შემოგდებული თემაა, რომ გიგაურებმა და ლომჯარიებმა თავისი ფულის გამჭვირვალობას თავი აარიდონ-მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ალბათ თქვენც შეცდომაში შეგიყვანეს
კახა კალაძე: საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან
არქივი