ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მარტო დაგვეტოვებინა, ქვეყანას თავზე დაგვამხობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
501 23 ივნისი 2020, 20:53

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის ინიციატივა დამოუკიდებელ დეპუტატებსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს ჩვენს თავზე რომ არ აგვეღო და ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მარტო დაგვეტოვებინა, ქვეყანას თავზე დაგვამხობდნენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა გამოიწვევს ძალიან ბევრ პრობლემას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევა გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკუთარ თავზე აიღეს ქვეყნის მომავლისთვის. 

„იმედია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენითაც გავა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა არჩევანი და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალს პასუხისმგებლობით უდგებიან“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი დევი ჭანკოტაძეზე: ნუ ლაპარაკობს ვეტერანების სახელით, ამის უფლება არ აქვს ამ მოღალატე ადამიანს
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება დაიძაბა - ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო მმართველი პარტიის დეპუტატების ინიციატივა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ
„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეები „იმედის“ გადამღები ჯგუფების წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ
შსს: აქციის მიმდინარეობისას დაშავებულია შსს-ს ერთი თანამშრომელი. თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს
არქივი