თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები შეამოწმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
728 31 ოქტომბერი 2019, 13:35
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. 


„ვამთავრებთ სამუშაოების კიდევ ერთ ეტაპს. ეს არის მონაკვეთი არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩებიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე. შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოასფალტდება ქვედა ფენა, როგორც გამზირის დანარჩენ მონაკვეთებზე. მომდევნო ეტაპი არის კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთი, სადაც მუშაობა უკვე დაწყებულია და დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მუშაობენ „თბილისი ენერჯი“ და GWP, რომლებიც ცვლიან მიწისქვეშა კომუნიკაციებს, შემდეგ განხორციელდება სანიაღვრე ქსელის, მოგვიანებით კი კეთილმოწყობის სამუშაოები და მოასფალტება. პარალელურად, ვარაზის ხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე ტროტუარების მოწყობა ფაქტობრივად დამთავრებულია, მიმდინარეობს თარგების მოწყობა, მალე მცენარეების დაირგვება, ბოლოს კი, დავიწყებთ ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანას და ახალი სანათებისა და ბოძების მონტაჟს. ბოლო ეტაპზე იქნება დახაზვის სამუშაოები, გაჩერებების მოწყობა გზის შუა ნაწილში, გადასასვლელების დახაზვა და ა.შ. სამუშაოები გაზაფხულზე მთლიანად იქნება დამთავრებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კილომეტრს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და, საერთო ჯამში, 60 000 კვ.მ ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი. გარდა ამისა, მოეწყობა ბორდიურები, მოპირკეთდება ტროტუარი, მოეწყობა საველოსიპედე სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ კი დამონტაჟდება მოაჯირები და - ბოძკინტები. გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის ლედ განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები და თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი