კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში იქნება უთუოდ შემოდგომაზე, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
309 13 აგვისტო 2020, 22:14
მე გამოვთქვამ ჩემს, როგორც ერთი სპეციალისტის, ექსპერტის აზრს – მოველი და მგონია, რომ მეორე ტალღა საქართველოში იქნება უთუოდ შემოდგომაზე, მაგრამ არ იქნება ის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ეს ჩემი რწმენაა, რომ ვინაიდან ქვეყანამ ისწავლა ოპტიმალური რეაგირება და დროული ინტერვენციების გატარება, აი, ამ შემთხვევების მატებისთანავე მყისიერად, იმედი მაქვს, რომ საქართველო არ დაუშვებს, რომ მეორე ტალღა იყოს ძალიან ძლიერი და დამანგრეველი, როგორც ამას მოელიან ბევრ სხვა ქვეყანაში. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა – მაშინაც კი, თუ მეორე ტალღის დროს იქნება ასე თუ ისე სერიოზული მატება დაავადების შემთხვევების, კლინიკური სექტორი მეორე ტალღას შეხვდება სრულ მზადყოფნაში, დაგროვილი გამოცდილებით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?
ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს წარუდგენს პროექტს, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ
გიორგი ვოლსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია
გუშინდელ აქციაზე ახალგაზრდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
არქივი