სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულია რვა სამხედრო მოსამსახურის და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 13 აგვისტო 2020, 18:48

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, - აცხადებენ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

მათი ცნობით, გადმოსვენებულია 8 სამხედრო მოსამსახურის და 5 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი. მათი ოჯახებისთვის გადაცემის, პანაშვიდებისა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი 14-15 აგვისტოს გაიმართება.

„სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 14 აგვისტოს, 19:00 საათიდან, 15 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 15 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება. პანაშვიდებსა და დაკრძალვას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება
ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ ერთად, ხალხის თვალწინ უნდა ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა, ნაცვლად მიტინგის მიზანმიმართული დაშლისა
გარემოს ეროვნული სააგენტო: 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება
მიხეილ ყაველაშვილი: კვარა, შენ მოგმართავ - არავის საკუთრება არ ხარ, საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება
კვარა, შენ მოგმართავ - არავის საკუთრება არ ხარ, საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება
არქივი