ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზის - საჩხერე-ონის მონაკვეთი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
541 13 აგვისტო 2020, 13:41

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის განცხადებით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

 რაჭის დეპუტატის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა,  დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზის, საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება.

სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.

გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერს შეხვდნენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება
ევროპარლამენტარები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
სოზარ სუბარი: ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა - ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?
არჩილ თალაკვაძე: ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებთან მიმართებით დავინახეთ ამ დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ აჩვენებს კონკრეტული ჯგუფების ფარისევლობასა და შერჩევით მიდგომას
არქივი