ამირან გამყრელიძე - მესტიის მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება გრძელდება და კვირის ბოლომდე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 13 აგვისტო 2020, 13:15

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.  
მისივე თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება გრძელდება და კვირის ბოლომდე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.

„დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან. ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. ამიტომ ტესტირება დღეს კიდევ ფართოვდება მესტიასა და რამდენიმე სოფელში. გრძელდება გაფართოებული ტესტირება და ვფიქრობთ, ყოველდღიურად 800-900 ადამიანი გამოვიკვლიოთ. გვინდა, რომ ამ კვირის ბოლომდე მთლიანად მუნიციპალიტეტში 4 000 პირი გამოვიკვლიოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში უკვე შესაძლებელია, რომ გადაუდებელ შემთხვევებში „პისიარ“ გამოკვლევა ადგილზე ჩატარდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ სოფელსა და ერთ თემში გვაქვს 32 შემთხვევა, სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება. არავითარი პანიკა არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება ეპიდემიოლოგებს. ადამიანების ტესტირებისთვის გამოყვანა ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში გუშინ 800-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
ირაკლი კობახიძე: საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს მოსკოვში, დიდ შეკრებებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება წერილობით გადასცა
არქივი