დედაქალაქის საბავშვო ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
353 13 აგვისტო 2020, 11:33

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800 თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15 პროცენტით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის – 10 პროცენტით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის – 10 პროცენტით, აღმზრდელის – 20 პროცენტით, აღმზრდელის თანაშემწის – 20 პროცენტით, მუსიკის პედაგოგის – 10 პროცენტით, ცეკვის პედაგოგის – 10 პროცენტით, მზარეულის – 10 პროცენტით, მზარეულის დამხმარის – 10 პროცენტით, დარაჯის/დაცვის – 15 პროცენტით, დამლაგებლის – 10 პროცენტით, მრეცხავის – 10 პროცენტით, საქმის მწარმოებლის – 10 პროცენტით, სპეციალური პედაგოგის – 20 პროცენტით, ფსიქოლოგის – 10 პროცენტით, ლოგოპედის – 10 პროცენტით, ბიბლიოთეკარის – 15 პროცენტით, მუშის – 15 პროცენტით, მებაღის – 15 პროცენტით, მეეზოვის – 15 პროცენტით, დირექტორის – 10 პროცენტით, დირექტორის მოადგილის – კი 10 პროცენტით.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი