IRI - გამოკითხულთა 82 პროცენტი ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 51 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ აშშ საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
333 12 აგვისტო 2020, 19:30

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა IRI-მ საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 82 პროცენტი ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

კითხვაზე, „რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად? რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ საფრთხეს“, გამოკითხულთა უმეტესობამ ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად აშშ დაასახელა, ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ კი - რუსეთი.

კერძოდ, გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 65 %-ის აზრით კი, საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტნიორი შეერთებული შტატებია.

გარდა ამისა, მოქალაქეების 70%-ის აზრით, ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, გამოკითხულთა 51%-ი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი შეერთებული შტატებია.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
მიუხედავად შსს-ს გაფრთხილებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს
არქივი