IRI - გამოკითხულთა კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების საქმიანობას 41 პროცენტი დადებითად აფასებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 12 აგვისტო 2020, 18:34

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 41% „კოვიდ 19“-ის პანდემიის მიმართ ხელისუფლების პასუხით ძალიან კმაყოფილია. ამავე გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 7% ხელისუფლების პასუხით ძალიან უკმაყოფილოა, 38% - ნაწილობრივ კმაყოფილი, 13% - ნაწილობრივ უკმაყოფილო, 1 % -ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება კითხვას: „როგორ შეაფასებდით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობას „კოვიდ 19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით?“ - გამოკითხულთა 64 %-მა განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობა ძალიან ეფექტური იყო, 55 %-მა ძალიან ეფექტურ ინსტიტუტად ჯანდაცვის სამინისტრო დაასახელა, 46 %-მა - პრემიერ-მინისტრის ოფისი, 39%-მა- საპატრიარქო, 23%-მა კი - პარლამენტი.

კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
არქივი