ამირან გამყრელიძე - დაუშვებელია სამედიცინო პერსონალი ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდეს, ირღვევა ეს წესი და ამიტომ, გამკაცრდება რეგულაციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
358 09 აგვისტო 2020, 14:06

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსით დღეს დაინფიცირდა, ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

მისი თქმით, მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებისა, რომ სამედიცინო პერსონალს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ ემუშავა, ეს წესი მაინც დაირღვა.

„სამინისტროდან რამდენჯერმე უკვე იყო მითითება სამედიცინო დაწესებულებებისადმი, რომ სამედიცინო პერსონალის ორ ან მეტ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის ფაქტები არ ყოფილიყო. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მაინც გვაქვს ასეთი ფაქტი. ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც დღეს არის დაინფიცირებული, სწორედ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა უმცროს სამედიცინო პერსონალად. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა დაუშვებელია, ეს ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც აღნიშნული პიროვნება მუშაობდა, ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების გამოვლენა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების გამოვლენა და მათი იზოლირება“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

 მისი განცხადებით, რადგან მედიკოსების მხრიდან რამდენიმე ადგილზე მუშაობის წესი ირღვევა, შესაძლოა, ამ მხრივ რეგულაციები გამკაცრდეს.

„ზომები უკვე გამკაცრებულია. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებებს, რომ არ არის დასაშვები სამედიცინო პერსონალის ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდეს. ამის მიუხედავად, მაინც ირღვევა ეს წესი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გამკაცრდება ამ მხრივ რეგულაციები“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
19 აპრილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ორი მინისტრს მოუსმენენ
სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - ამათ დიდი დრო აღარ დარჩათ, საკუთარი ხელით ითხრიან პოლიტიკურ სამარეს
დიდი ბრიტანეთის ელჩი - ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის
ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება
არქივი