მეუფე შიო - ნებისმიერი ქართველისთვის უმთავრესი სატკივარია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ოკუპირებული ტერიტორიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
330 08 აგვისტო 2020, 20:48

მუხათგვერდის ძმათა სამხედრო სასაფლაოზე საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), დეკანოზ გურამ ჭარელაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენებლი პანაშვიდი გადაიხადა და საფლავები აკურთხა.

,,დღევანდელი დღე ერთ-ერთი მძიმე დღეა. საერთოდ, ალბათ ნებისმიერი ქართველისთვის უმთავრესი სატკივარია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ოკუპირებული ტერიტორიები.

დღეს ჩვენ ვილოცეთ დაღუპულთა სულების გადასარჩენად, ასევე ვლოცულობთ, რომ მოგვარდეს ეს პრობლემა უახლოეს მომავალში, გამთლიანდეს საქართველო და აღდგეს ის ისტორიული ძმობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა აფხაზებთან და ოსებთან და ჩვენ, ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი შეცდომები, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრებს და ვუსურვებთ, რომ მათი გაღებული სისხლი, მათი ცხოვრება ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერის გამთლიანებისა, ეს ყოფილიყოს ჩვენი ნუგეში. ღმერთმა გააძლიეროს ისინი“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ ერთად, ხალხის თვალწინ უნდა ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა, ნაცვლად მიტინგის მიზანმიმართული დაშლისა
გარემოს ეროვნული სააგენტო: 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება
მიხეილ ყაველაშვილი: კვარა, შენ მოგმართავ - არავის საკუთრება არ ხარ, საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება
კვარა, შენ მოგმართავ - არავის საკუთრება არ ხარ, საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება
რადიკალური ოპოზიცია იმ პროექტის შემსრულებელი და ნაწილია, რომლის მიხედვითაც საქართველო გლობალური ომის პარტიის ინტერესებს უნდა ატარებდეს
არქივი