სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა... ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ძლიერი დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 08 აგვისტო 2020, 11:50

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის შიდა დაპირისპირება, სიძულვილი და ბოღმა, რომელსაც დღეს ვუყურებთ, გმირების უპატივცემულობაა და ამან ხელი შესაძლოა, მხოლოდ საქართველოს მტერს მისცეს.

„დღევანდელი დღე არის უაღრესად ტრაგიკული და ამავე დროს, ეს არის იმედის დღე ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოსთვის. ის გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, არიან რეალურად ჩვენი სახელმწიფოს ძალა, მათზე ვდგავართ დღეს თუ ვდგავართ, როგორც საქართველო მთელი თავისი წინა საუკუნეების განმავლობაში იდგა იმათ ძალაზე, ვინც თავისი სამშობლოსთვის იბრძოდნენ და იღუპებოდნენ.

ეს არის ჩვენი ბედი ამ მსოფლიოში, მაგრამ ამ ბედს ჩვენ გავუძელით, გავუმკლავდით და კიდევაც გავუმკლავდებით.

დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა. საბოლოოდ, ომის მიუხედავად, ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ძლიერი დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა. ამისი ნიშანი არის ის გამოხმაურება, რაც იყო დღეს, გუშინ და გუშინწინ ყველა ჩვენი მეგობრისგან, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომლებსაც არ ავიწყდებათ ის რაც მოხდა, არ ეგუებიან, როგორც ჩვენ არ ვეგუებით და ეს არის ჩვენი მთავარი გამარჯვება, რომ ჩვენ წინ მივდივართ და წარმატებით მივდივართ ისე, რომ არ ვეგუებით, არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით.

ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ამ ჩვენს გმირებს, დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა სამშობლოსთვის თუ შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული. ის შიდა დაპირისპირებება, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა, სიძულვილი, რომელსაც ყოველ დღე გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყველა ამას ვხედავთ, ეს არის მათი უპატივცემულობა, მათი დავიწყება იმიტომ, რომ ისინი დაიხოცნენ სამშობლოსა და ერთიანობისთვის და ჩვენ ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „ჩვენ, ერთიანობის მაგივრად, ვართ ჩავარდნილი სიძულვილში“, რაც ხელს აძლევს მტერი.

„ჩვენ თუ გვინდა, რომ ტერიტორიები და ხალხი გავაერთიანოთ, ამისი საწინდარი არის ჩვენი ერთობა, ამას თუ ვერ მიხვდებით, მაშინ აქ მოსვლა არ არის საჭირო. ამას თუ ვერ მიხვდებით, მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია და ფორმალობა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გონს მოვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექიმი - აქციიდან ჩვენს კლინიკაში შემოყვანილია რამდენიმე პირი, რომელთაც კვლევები უტარდებათ, პირველადი დათვალიერებით, მძიმე დაზიანებები არ ვლინდება
გოგა ხაინდრავა - ამხანაგმა სალომემ ცკ-ში გვიჩივლა
ლაშა ბასლანძე: ჩემთვის ევროპა გამჭვირვალობაა, რუსეთია ცენზურა
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 17 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
მარინა ლობჟანიძე: მთავარი, რაც დღეს ჩვენ გვჭირს, დავკარგეთ სიყვარული, ძალიან ცოტა ქართველებმა, პატარა სახელმწიფომ, რომელსაც ამხელა ისტორიული წარსული აქვს. რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს, დღეს ამ სიყვარულს აღარ ვეძებთ
არქივი