„დირსის“ დასახლებაში დევნილებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 07 აგვისტო 2020, 20:25

251 დევნილ ოჯახს „დირსის“ დასახლებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მართალია, დღევანდელი გადაწყვეტილება ზღვაში წვეთია, მაგრამ დევნილი ბავშვების მომავლისთვის ზრუნვა შემდეგშიც გაგრძელდება. რამდენიმე ოჯახს ახალი ბინის გასაღები პირადად პრემიერმა გადასცა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, 7 აგვისტო ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა.

„დღეს არის 7 აგვისტო, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. დღე, როდესაც დაწყებულმა ომმა დაგვაკარგვინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ჯარისკაცები, დაგვაკარგინა საქართველოს ტერიტორიის 20 % . დღეს, რუსეთის მიერ 12 წლის წინ ოკუპირებულ ქვეყანაში, ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვაყავს, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს ზრუნვა. ყველას კარგად გვესმის, რომ ზღვაში წვეთია, როდესაც ჩვენ დღეს ასეთი სიხარულით, პირველ რიგში, ბავშვების გამო, ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს - ადამიანებს, რომელთაც ამ ომის შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და რომლებიც დღემდე არიან ჭერის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდეგ, სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 000-ზე მეტი საცხოვრებელი და წელს წლის ბოლომდე კიდევ 2000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს, ეს მაინც არაფერია, იმიტომ რომ ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომ გარდა იმისა, რომ ვიზრუნებთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად მშვიდობით დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დაკარგული ტერიტორიები საქართველომ მშვიდობიანი გზით უნდა დაიბრუნოს. 

„უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით. საქართველოს ყველა ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს წლების განმავლობაში, საბოლოო მიზნის მიღწევამდე - და ეს მიზანია ქვეყნის სრული დეოკუპაცია, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიდგეთ ერთად, ეს ის მიზანი უნდა იყოს, რომელმაც უნდა გააერთიანოს საქართველოს თითოეული მოქალაქე. მინდა, ამ ბავშვების სიხარული აუცილებლად გავაზიაროთ და მწუხარებით ქედის მოვიხაროთ, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ვაჟკაცები, რომლებმაც შესწირეს თავისი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას და საქართველოს მთლიანობას. მინდა, ამ ბავშვებს ვუსურვო პირველ რიგში, რომ ამ ქვეყანას აღარ დასჭირდეს სიცოცხლის გაღება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი