ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმე - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებულ დავით მურვანიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
293 07 აგვისტო 2020, 13:28

ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდა. უცნობია, რა ინფორმაცია არ მიაწოდა გამოძიებას დავით მურვანიძემ, რომელიც ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მას გამოძიება შეუტყობინებლობის მუხლით ედავება, თუმცა 36 წლის მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. მისი პოზიციაა, რომ არაფერი იცოდა შეიარაღებულ თავდასხმაზე და არც რაიმე პირადი საკითხი აკავშირებს დაზარალებულთან.

რის საფუძველზე დააკავეს დავით მურვანიძე ჯერჯერობით უცნობია, ამის შესახებ ვერ საუბრობს ვერც მისი უფლებადამცველი. თემურ ადონიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის ირაკლი ღლონტს იცნობს, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ გააჩნია. როგორც ადვოკატი ამბობს, დავით მურვანიძე თავდასხმის დროს მანგლისში აგარაკზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ადვოკატის თქმით, დავით მურვანიძე ვაკის პოლიციაში გუშინ ორჯერ გამოკითხეს. ის, თავდაპირველად, დღის პირველ ნახევარში დაიბარეს, თუმცა მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ისევ დაიბარეს პოლიციაში და დააკავეს.

დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ. ის ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე შეიარაღებული თავდასხმა წყნეთის გზაზე 28 ივლისს მოხდა. სულაბერიძის მანქანას 5 ჯერ ესროლეს.  საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ბრალი ირაკლი ღლონტს წარუდგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი