ეკა გიგაური - მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ მთავრობის დახმარება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 07 აგვისტო 2020, 12:35
„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის მესამე ეტაპიდან გამომდინარე დახმარება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრ მოქალაქეს მთავრობისგან დახმარება სჭირდება.

მისივე თქმით, ცხადია, ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე.

„ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს საქართველო არის ძალიან რთულ ვითარებაში. გვყავს ბევრი მოქალაქე, რომელსაც ეს კრიზისი შეეხო. მათ მთავრობიდან დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. როცა პირველად ამ დახმარებებზე საუბრობდა მთავრობა, მაშინვე ვსაუბრობდით, რომ მეტ ადამიანს უნდა შეეხოს ეს დახმარებები და სოციალური პროგრამები. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ რატომღაც მოქალაქეები ვერ ხედავ ზღვარს პოლიტიკურ პარტიასა და მთავრობას შორის. ამ შემთხვევაში, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის. ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ ეხმარება, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი არის ყველასი, მიუხედავად იმისა ვინ იქნება ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, ეს რომ ყოფილიყო არაკოვიდის შემდეგ პერიოდი, იტყოდნენ, რომ ეს არის საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯი.

„თუმცა, ამ შემთხვევაში ვხედავთ იმას, რომ არსებობს საჭიროება და მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ აუხსნას მოქალაქეებს, რომ ეს არ არის პარტიის დახმარება. ეს არის მთავრობის დახმარება და ბიუჯეტიდან დახმარება“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი