კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთის წყარო ჯერ უცნობია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
278 07 აგვისტო 2020, 11:35

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდევა ეპიდემიური კვლევა კონტაქტებისა და წყარის დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან პაციენტი არ დამატებია.

ამასთან, როგორც ეზუგბაია აცხადებს, მასთან კლინიკაში სულ 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენს ცენტრში 38 შემთხვევა იყო, გუშინ გამოჯანრთელდა ექვსი. ახალი პაციენტი არ მიგვიღია და გვყავს 32 დადასტურებული შემთხვევა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სასუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი