საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება-ლინას ლინკევიჩუსი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 07 აგვისტო 2020, 11:28

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება.

“12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რაც, სამწუხაროდ, გაკვეთილი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ამას მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება,” - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მისივე თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ლინკევიჩუსის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
წყალარინების ქსელის მოწყობა - მთაწმინდის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ნინო ლაცაბიძე: სამარცხვინოდ დაასრულა გახარიას პარტიამ მუშაობა - იყო ძალიან ცუდი მცდელობა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ, რის საშუალებასაც არავის მივცემ
არქივი