შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 01 აგვისტო 2020, 16:15

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სეზონის გახსნიდან - 15 ივნისიდან დღემდე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია.

„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს - 21. გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ: დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს; არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე; არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ”, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი