ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 11 ივლისი 2020, 17:35

ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით. ამის შესახებ ევროკომისიის რიგით მესამე ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში შეფასებულია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად აღებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეხება გვარის შეცვლის წესის ცვლილებას და იმ მსჯავრდებული პირების ქვეყნიდან გასვლის რეგულაციების გამკაცრებას, რომელთა მიმართაც გამოყენებულია არასაპატიმრო სასჯელი.

ანგარიშში, ასევე, საუბარია ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ანგარიშის თანახმად, საქართველო აგრძელებს ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ეფუძნება 2019-2020 წლების საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და მისი განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა დასავლეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, საერთაშორისო მისიების რეკომენდაციები, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები და ანალიზი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოების, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად "მოითხოვა" უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა - "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს
ირაკლი კობახიძე - ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილისა და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს
არქივი