ჩეხეთის ელჩი - საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დამსახურებულად ითვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 11 ივლისი 2020, 15:23

ჩეხეთის ღვაწლი საქართველოში „კოვიდ-19“-ის მონიტორინგში ფასდაუდებელი და ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან პეტერ მიკისკასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ასევე, მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის კონტრიბუციები შეაქო.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებიც განიხილეს.

საპასუხოდ, საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ ხაზი გაუსვა საქართველოს აღსანიშნავ წარმატებას პანდემიასთან გამკლავებაში და განაცხადა, რომ საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დამსახურებულად ითვლება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სფეროსა და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ორი ახალი პროექტი წარმოადგინეს: „გზა სახლისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ და „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში (II ფაზა)“.

პროექტებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო დაახლოებით ორი მილიონი ევროთი აფინანსებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კლიმატური კატასტროფებით ყველაზე მეტად აზია დაზარალდა
მამუკა მდინარაძე: პირადად ჩემი დავალებაა, რომ თუ ვინმეს წამოსვლა უნდა 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე, უზრუნველყონ მათი ორგანიზებულად წამოსვლა თბილისში
მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ შეკრებაზე: აბაშიძის, შევარდნაძის, სააკაშვილის ხელისუფლებების რეიტინგები იყო პლინტუსს ქვემოთ, ფსკერზე, ხოლო ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი - ეს განსხვავება არის არსებითი
მამუკა მდინარაძე: ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას. საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც, მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას - მამულს, ენას და სარწმუნოებას
გურამ მაჭარაშვილი: საოცარია, მაგრამ ამ 33 წლის თავზე მაინც მოგვიწია კიდევ ერთხელ სახალხო შეკრება იმასთან დაკავშირებით - გვინდა თუ არა სუვერენიტეტი
არქივი