13 ივლისიდან დაიწყება ფრენა მიუნხენის, პარიზისა დ რიგის მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 10 ივლისი 2020, 22:58
საქართველოს მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დადგენილების თანახმად, შეზღუდვა 2020 წლის 13 ივლისიდან არ ვრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

„გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან  შეთანხმებით“, – აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი