ჯანმო - მსოფლიო კორონავირუსის აღმოფხვრას უახლოეს პერიოდში ვერ შეძლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 10 ივლისი 2020, 22:15
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს.

„ახლანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა მოხერხდება. არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, სადაც აღმოფხვრა შეიძლება მოხდეს, კუნძულები და სხვა ადგილები, მაგრამ იქაც არსებობს ვირუსის ხელახალი შემოტანის რისკი“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ყოველთვის არსებობს ახალი შემთხვევების გავრცელების რისკი.

„გადაცემა, რომელიც ხდება ამგვარ სიტუაციაში შეიძლება იყოს ერთჯერადი, სპორადული შემთხვევები, რომელთა იზოლირება და კარანტინი ადვილად შეიძლება განხორციელდეს. უფრო შემაშფოთებელი შემთხვევა დიდი კლასტერებია“, - დასძინა მან.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი