ექსპერტიზის დასკვნა გვაძლევს შესაძლებლობას ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით-მირიან ნიკოლაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
308 10 ივლისი 2020, 17:59

მე ვთვლი, რომ დასკვნა არის კატეგორიული და ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ საქმეზე კიდევ სხვა სახის ექსპერტიზის ჩატარება გახდეს საჭირო.

„ჩვენ მესამე დღეს ვიცოდით გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზიც, ის, რაც თქვენ დღეს გაიგეთ. ჩვენ არ გავახმაურეთ ეს, რომ გზა-კვალი არ არეოდა არც გამოძიებას, არც საზოგადოებას და არ ყოფილიყო აქცენტები გაკეთებული წყლით დახრჩობის ფაქტზე. ასევე ვიცოდით გიორგის დაზიანებებთან დაკავშირებით ყველა გარემოება, მაგრამ ვიდრე არ მოვიდა კომპლექსურად, რომ სრული სურათი შექმნილიყო... ასე ვართ სხვა ინფორმაციებთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის, რაც შეეძლო გაეცა ექსპერტიზას, მე ვთვლი, რომ გაცემულია მაქსიმუმი. მე ვთვლი, რომ დასკვნა არის კატეგორიული და ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი - იმისთვის, რათა დადგინდეს კიდევ უფრო დეტალური გარემოები, ანუ მოხდეს პერსონიფიცირება, გავიაროთ ყველა სახის დეტალი ვერსიების დასადასტურებლად ან რაღაც ვერსიების გამოსარიცხად, ამისთვის საჭიროა სხვა სახის ექსპერტიზების პასუხები და ასევე შესაძლებელია დამატებითი სახის ექსპერტიზაც“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა ტრ*** რო აწიონ და 1 პოსტი დადონ, ვინ არიან და რას აპირებენ, მაგრა გაასწორებდა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო
თეა ახვლედიანი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ექვსი ოპოზიციური პარტიის ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები
არქივი