თუ მერსედესში მყოფებს ჰქონდათ კონტაქტი შაქარაშვილთან, დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხს-მირიან ნიკოლაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
412 10 ივლისი 2020, 17:44
„თუ დადასტურდა, რომ მერსედესში მყოფებს ჰქონდათ კონტაქტი შაქარაშვილთან, დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხს“, - ამის შესახებ განცხადებას გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ნათესავი მირიან ნიკოლაძე აკეთებს.

მისი განცხადებით, ტოიოტა ქემრიში მყოფი 6 პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და 109 მუხლით დაისაჯონ.

„მერსედესის მგზავრებთან მიმართებაში, რამდენადაც დასრულებული იყო ეპიზოდი და ისინი გასცილდნენ იმ შემთხვევის ადგილს, ბუნებრივია იგივე მოთხოვნა ვერ გვექნება, მაგრამ თუ დადასტურდა, რომ აღნიშნულ პირებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი, დაუყონებლივ დავაყენებთ მათ პასუხისმგებლობას“, - განაცხდა მირიან ნიკოლაძემ. 

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით. 

 

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში CESL პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ნინო თანდილაშვილმა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
თეა წულუკიანი საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „არლეკინი“ ფარგლებში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
იაგო ხვიჩია - „ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო, ეს მიმართულება სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენხანს მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა
პრემიერ-მინისტრი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
არქივი