"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის ჰქონდა ბოლოს გარდაცვლილ შაქარაშვილთან შეხება და ვინ იმყოფებოდა კონფლიქტში მასთან" - გიორგი გელხაური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 10 ივლისი 2020, 16:38

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება.

უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის მგზავრი იყო, არანაირი კავშირი და შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან არ ჰქონია. ადვოკატის თქმითვე, არ ელოდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალი დამძიმდება. 

"ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია, კერძოდ კი წყალში დახრჩობა. რაც შეეხება იმ დაზიანებებს, რომელიც ექსპერტიზის მიხედვით, შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული, ზუსტად აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამოძიებისთვის. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ და რა ვითარებაში, ვის მიერ მოხდა ზუსტად ეს დაზიანებების მიყენება შაქარაშვილისთვის და შემდგომ უკვე რა გარემოებებში განვითარდა აღნიშნული." - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

როგორც ადვოკატი ამბობს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ტიპის ბლაგვი საგნით მოხდა გიორგი შაქარაშვილისთვის დაზიანებების მიყენება.

"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის ჰქონდა ბოლოს გარდაცვლილ შაქარაშვილთან შეხება და ვინ იმყოფებოდა კონფლიქტში მასთან. თუ ის მიაყენა პირმა, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა, გამოძიებამ უნდა გასცეს ამ კითხვებზე პასუხი, ვის მიერ იქნა მიყენებული და რა გარემოებებში მოხდა აღნიშნული დაზიანების მიყენება.“ - აცხადებს გიორგი გელხაური.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვაშაძე - ამოცანას არ ცვლის, კანონს მიიღებენ თუ არა, ხელისუფლება შესაცვლელია, ამიტომ ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელები, წინ დიდი გამარჯვებისკენ ვიაროთ
თაკო ჩარკვიანი - სოფო ჯაფარიძის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიებია, ის ხალხის დახმარებასთან ასოცირდება
ნინო ფოჩხუა: ლომჯარიები და გიგაურები ბომბების წვიმაზე რომ ოცნებობენ, ეს ხომ მათი პირიდან გვაქვს გაგებული? ამიტომ არის, ასე გამალებით რომ ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს
მამუკა მდინარაძე: მართლაც პარადოქსია, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის, და ახლა გამოიყვანეს ხალხი „რუსული კანონის წინააღმდეგ“ რაღაც სლოგანით, სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად
მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: კლავდნენ, ახლა ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანის მოკვლა და აბულინგებენ და მომავალში, თუ ხელისუფლება ექნებათ - ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც
არქივი