ექსპერტი - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 10 ივლისი 2020, 16:11

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მომენტში თითქმის ფხიზელი იყო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ განაცხდა.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, რა გარემოებაში აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში, გამოძიებამ სხვა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებით უნდა დაადგინოს.

„ალკოჰოლთან მიმართებაში აღმოჩნდა ეთილის სპირტის შემადგენლობა 0.85. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა შაქარაშვილი სიკვდილის დროს. მე ერთხელ ვთქვი, რომ თუ არის ჭარბი ალკოჰოლის ზემოქმედება, ამას შეეძლო შეეშალა ხელი გადაადგილებისთვის, მიზანდასახული მოძრაობისთვის. სახეზე იყო ბლაგვი ტრავმა, რაც გამოიხატებოდა ძირითადად სისხლნაჟღენთების არსებობაში, ასევე ჰქონდა მეტ-ნაკლებად მასიური სისხლჩაქცევა – ჰემატომა. ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა საკმაოდ ბევრი დაზიანება, აქცენტირებული და კონცენტრირებული ძირითადად სახის მიდამოში და მენჯის და მუცლის ქვემო ნახევრის პროექციაში. თავის არეში ასევე განვითარებულია სიცოცხლისდროინდელი სისხლჩაქცევა. სახის არეშიც საკმაო სიძლიერის ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა წყალში“, განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერს შეხვდნენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება
ევროპარლამენტარები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
სოზარ სუბარი: ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა - ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?
არჩილ თალაკვაძე: ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებთან მიმართებით დავინახეთ ამ დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ აჩვენებს კონკრეტული ჯგუფების ფარისევლობასა და შერჩევით მიდგომას
არქივი