აშშ არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორი, ეს ურთიერთობები არ გადაიხედება-ანრი ოხანაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 10 ივლისი 2020, 15:41

აშშ არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად ვამბობ, რომ ეს ურთიერთობები არ გადაიხედება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

„ოპოზიციას ფუნქციად და როლად წარმოუდგენია ის, რომ ეს არის მათ შორის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთება. ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ გააკრიტიკოს კონკრეტული ქმედებები, კითხვის ნიშნები დასვას გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ არის სტრატეგიული საკითხები, სადაც ოპოზიცია, უმრავლესობა და საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს. არ შეიძლება, გარკვეული საკითხი გიხაროდეს, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში შეიძლება ვითარდებოდეს. ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები არ უნდა აკეთო, თორემ, კრიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ქმედებებს, მოხარული არავინ არ არის, მაგრამ იმისთვის ვართ, რომ უმრავლესობა და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა იმიტომ გვაქვს აღებული, რომ თუ რაიმე კითხვები არსებობს, პასუხი გაეცეს. საგარეო მიმართულება ინტენსიურ კომუნიკაციაში იქნება. საკითხები არის დასაზუსტებელი და ადეკვატური რეაგირება იქნება. არ ვფიქრობთ, რომ ამას ექნება რაიმე შემდგომი სერიოზული განვითარება და ეს იქცევა დოკუმენტად, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებზე აისახება. სტრატეგიული ურთიერთობები რჩება და ამერიკა არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად ვამბობ, რომ ეს ურთიერთობები არ გადაიხედება. თუ კითხვები არის, ჩვენი მხრიდან პასუხები იქნება გაცემული. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ისეთი დემოკრატიული რეფორმები გაატარა, რისი მნიშვნელობის და ხარისხის რეფორმაც არც ერთ წინა ხელისუფლებას არ გაუტარებია. თითოეულ რეფორმაზე ვართ პასუხისმგებელი. ვერავინ იტყვის, რომ რაიმე ფორმით შეყოვნდა დემოკრატიული რეფორმის გატარება. არის საკითხები, სადაც საჭიროება არის ინტენსიური თანამშრომლობის. ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტი, ინტერპელაციის წესით მიწვეულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
არქივი