ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიცია, ის პარტიის თავმჯდომარეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
290 10 ივლისი 2020, 15:26

კონკრეტულ სიას, რიგითობას, ნუმერაციას, ნუ ვიჩქაროთ, დაველოდოთ, დაანონსებული გვაქვს, რომ ეტაპობრივად მოხდება წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატების, პროპორციული სიის, რიგითობის და ა.შ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს, ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს პოლიტსაბჭოს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გუნდის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველთვის სამაგალითოა. რაც შეეხება კონკრეტულ სიას, რიგითობას, ნუმერაციას, არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ, გაიგებთ შესაბამის დროს ისე, რომ თქვენი ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული. დაანონსებული გვაქვს, რომ ეტაპობრივად მოხდება წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატების, პროპორციული სიის, რიგითობის და ა.შ. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიცია. შესაბამისად, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ამ პოზიციით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი