ვინ იქნება სიის ათეულში თუ ოცეულში, ამაზე კონკრეტული საუბარი არ გვქონია - პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა სიის სათავეში-მამუკა მდინარაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
278 10 ივლისი 2020, 15:24
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

შესაბამისად, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უცნობია ვინ იქნება სიის პირველი ნომერი.

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. პირველი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, თუ ასეთი უნდა გადაწყდეს „ქართულ ოცნებაში“, უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ხელმძღვანელმა. მე დაგიდასტურებთ ერთადერთ რამეს, პარტიაში არათუ პარტიის თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერაზე, არამედ პირველ ნომერზე კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა. კონსულტაციები იყო მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარებზე და აქ გავდივართ ფინალში. სიის ფორმირებაზე, ვინ იქნება სიის ათეულში, თუ ოცეულში, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ გვქონია. პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ განმარტა, მაჟორიტარების გამხელამდე დიდი დრო არაა დარჩენილი და საზოგადოება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს მიმდინარე თვეში გაიგებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპის და თავისუფლების სახელით მსჯელობას კრძალავენ - ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაციაა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად
კახა კალაძე - მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ, არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს
ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას
ანდრიუს კალინდრა - გვჯერა,საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხებ
საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
არქივი