ვლადიმერ ბოჟაძე „Numbeo“-ს რეიტინგზე - მუდმივად გვესმის კრიმინალის ზრდის თაობაზე, არადა, საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები სხვა რამეს ადასტურებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
340 08 ივლისი 2020, 18:19

მიუხედავად უმძიმესი რეპრესიული რეჟიმისა ციხეში თუ ციხის გარეთ, მაინც არ ვითვლებოდით უსაფრთხო სახელმწიფოდ და „Numbeo“-  რეიტინგში 2012 წელს მე-20 ადგილს ვიკავებდით. ახლა მათგან მუდმივად გვესმის კრიმინალის ზრდის თაობაზე, არადა საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები სხვა რამეს ადასტურებენ - ასე ეხმიანება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Numbeo“- რეიტინგს, რომლის თანახმად დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, კრიმინალისაგან თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში 2020 წელს საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. 2019 წელს საქართველო მე-6 ადგილს იკავებდა.

"ნაციონალურ მოძრაობას" რომელმაც კრიმინალი "პოლიტპატიმრად" და საკუთარ "ლიდერად" მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა, კიდევ ერთი "პოლიტპატიმარი" და "ლიდერი" დავით ჭაკუა შეემატათ. მიუხედავად უმძიმესი რეპრესიული რეჟიმისა ციხეში თუ ციხის გარეთ, მაინც არ ვითვლებოდით უსაფრთხო სახელმწიფოდ და ამ რეიტინგში 2012 წელს მე-20 ადგილს ვიკავებდით. ახლა მათგან მუდმივად გვესმის კრიმინალის ზრდის თაობაზე, არადა საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები სხვა რამეს ადასტურებენ. კრიმინალისაგან თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში 2020 წელს საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. 2019 წელს საქართველო მე-6 ადგილს იკავებდა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Numbeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს. კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს”, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი