ჯანდაცვის მინისტრი - თუ მდგომარეობა დამძიმდება, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და გავამკაცროთ შიდა რეგულაციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
387 08 ივლისი 2020, 15:06
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას საზღვრებზე მონიტორინგთან და ინფიცირების შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

„საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და ყველა შემთხვევის გამოვლენა. აქედან გამომდინარე, კვლავ არის მოლოდინი, რომ ჩვენ პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ  გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რომლის თქმითაც, თუ საზღვრის უპირობოდ გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება.

„ჩვენ ყოველ კვირას დავაკვირდებით იმ მდგომარეობას, თუ რა შედეგები იქნება მიღებული და ევროკავშირის ქვეყნებთან განხილული იქნება თავიდან, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, იქნება შეტანილი ცვლილებებიც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს არის მიღებული", - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც იმაზეც ისაუბრა, რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს რეგულაციები.

„ჩვენ გვაქვს გარკეული შუქნიშანი, სადაც არის მოცემული სამი კომპონენტი: ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და მათი დატვირთვა, ინფექციის გავრცელების კოეფიტიენტი და ასევე ბოლო ორი კვირის მანძილზე დაფიქსირებული გავრცელება ქვეყანაში. ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა დამძიმდება, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომ შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე შიდა რეგულაციებიც გავამკაცროთ", - განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოს კერძოდ, გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უპირობოდ უხსნის.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი